ENews.Ge ახალი ამბები

"შეიცავდა ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს" - 108 000 კილოგრამი იმპორტირებული გაყინული ქათმის ხორცის პარტია გაანადგურეს

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ბა­ჟო-გამ­შვებ პუნ­ქტში - "ფო­თი­სა და ყუ­ლე­ვის პორ­ტე­ბი და ფო­თის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზონა“ მე­ბა­ჟე ოფიც­რებ­მა გერ­მა­ნი­ი­დან შე­მო­ტა­ნი­ლი 108 000 კი­ლოგ­რა­მი ქათ­მის გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცით დატ­ვირ­თუ­ლი 4 ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ა­მოწ­მეს.

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, სა­სა­ზღვრო-სა­კა­რან­ტი­ნო კონ­ტრო­ლის პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, კერ­ძოდ, ფი­ზი­კუ­რი შე­მოწ­მე­ბის/დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის დროს, ვე­ტე­რი­ნა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ სა­ქონ­ლის ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას, გა­მოვ­ლინ­და მკაც­რი ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­ტრო­ლის დარ­ღვე­ვა, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის ლღო­ბა.

რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ვი­ნა­ი­დან, სა­ქო­ნე­ლი შე­ი­ცავ­და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მა­ღალ რისკს, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი გა­ყი­ნუ­ლი ქათ­მის ხორ­ცის სრუ­ლი პარ­ტია გა­ნად­გურ­და.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა