ENews.Ge ახალი ამბები

„ვთქვი განსაცდელის შესახებ და მოხდა“ - გოგა მანია ავარიაში მოყვა, როგორია მისი მდგომარეობა?

ეზოტერიკოსი, გოგა მანია სამტრედიაში ავტოავარიაში მოყვა. როგორც მან „დაიჯესტს“ განუცხადა, მომხდარის შედეგად პირადად არ დაშავებულა, თუმცა მისი ავტომანქანა ბეტონის ჯებირს შეეჯახა.

მიმდინარე წლის 14 ივნისს, ეზოტერიკოსმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში, მის მიმართ მოსალოდნელი განსაცდელის შესახებ იწინასწარმეტყველა და აღნიშნა, რომ ეს თავდასხმების მის მიმართ ხდება იმიტომ, რომ ენერგეტიკულად ადამიანებს ასუფთავებს ნეგატივისგან.

„ყველაფერი კარგად არის, ღვთის წყალობით. მე ამას ვამბობდი და ვგრძნობდი კიდეც, ერთ-ერთ სააგენტოსთან ვთქვი განსაცდელის შესახებ და მოხდა კიდეც“,- უთხრა „დაიჯესტს“ გოგა მანიამ.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა