ENews.Ge ახალი ამბები

რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ოსიაურში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

ოსიაურში 63 წლის მამაკაცის მკვლელობაში სიძეს ადანაშაულებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ნაცემია გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლეც.

,,ერთად ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, შვილთან და სიძესთან ერთად", - ამბობენ ადგილობრივები. მათივე ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი მიიმალა.

შსს-ს დაკავების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ფოტო: მოზაიკა

ოსიაურში მამაკაცი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა