60 წელს გადაცილებული, მხედველობა დაქვეითებული მამაკაცი მოკლეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურში 60 წელს გადაცილებული მამაკაცი მოკლეს. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, მამაკაცი მხედველობადაქვეითებული იყო.
ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ვერსიით, არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან არსებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება












