ENews.Ge ახალი ამბები

როგორ ცდილობენ ნარკოკარტელები გოგონების გადაბირებას, მათგან ერთ-ერთი საქართველოში დაკავებული ბელა მეი კალია - რას ჰყვება ყოფილი ნარკოკურიერი?

ცნო­ბი­ლი საქ­მის "პე­რუს ორი­ა­ნის“ ყო­ფი­ლი ნარ­კო­კუ­რი­ე­რი, მი­ქა­ე­ლა მა­კკო­ლა­მი, ბრი­ტა­ნელ ტუ­რის­ტებს აფრ­თხი­ლებს და ხსნის სქე­მას, თუ რო­გორ ირ­ჩე­ვენ ბან­დე­ბი მსხვერ­პლს. ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი ბრი­ტა­ნე­ლი ქალი გა­და­ი­ბი­რეს უცხო­ურ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა ჯგუ­ფებ­მა და ისი­ნი ნარ­კო­კუ­რი­ე­რე­ბად აქ­ცი­ეს. სწო­რედ ამის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს მი­ქა­ე­ლა მა­კკო­ლა­მი, რო­მე­ლიც თა­ვად იყო ასე­თი ოპე­რა­ცი­ის მო­ნა­წი­ლე.

  • მი­ქა­ე­ლა მა­კკო­ლა­მის ის­ტო­რია

2013 წელს, მი­ქა­ე­ლა მა­კკო­ლა­მი, მე­ლი­სა რიდ­თან ერ­თად, პე­რუ­ში 1.5 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის კო­კა­ი­ნის კონ­ტრა­ბან­დის გა­და­ტა­ნის მცდე­ლო­ბი­სას და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლის­თვის სამი წელი ცი­ხე­ში გა­ა­ტა­რეს. ეს გახ­ლდათ "პე­რუს ორი­ა­ნის“ საქ­მე, რო­მე­ლიც ფარ­თოდ გა­შუქ­და მე­დი­ა­ში.

ლი­მას ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ, მა­კკო­ლამ­მა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის წესი. ის ახლა დე­დაა და სა­ჯა­რო გა­მოს­ვლებს მარ­თავს. მისი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, გა­ამ­ჟღავ­ნოს, თუ რო­გორ ცდი­ლო­ბენ უცხო­უ­რი ნარ­კო­კარ­ტე­ლე­ბი ბრი­ტა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­და­ბი­რე­ბას.

  • რო­გორ ირ­ჩე­ვენ ნარ­კო­ბან­დე­ბი მსხვერ­პლს?

31 წლის მა­კკო­ლამ­მა "დილა მშვი­დო­ბი­სა ბრი­ტა­ნეთ­ში“ ისა­უბ­რა, რაც მოჰ­ყვა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც არა­ერ­თი ახალ­გაზ­რდა ქალი და­ა­კა­ვეს ნარ­კოტ­რა­ფი­კინ­გის ბრალ­დე­ბით, მათ შო­რის21 წლის შარ­ლოტ მეი ლი და 18 წლის ბელა მეი კალი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვეს.

მა­კკო­ლამ­მა გან­მარ­ტა, რომ ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად ირ­ჩე­ვენ ადა­მი­ა­ნებს მათი და­უც­ვე­ლო­ბის ხა­რის­ხის მი­ხედ­ვით. მან დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა, თუ რა ფაქ­ტო­რებს ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ისი­ნი, ვინც კუ­რი­ე­რებს ეძე­ბენ:

ასა­კი: "19 -20 წლის ასაკ­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად გუ­ლუბ­რყვი­ლო ხარ, ად­ვი­ლია შე­ნით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა“

სქე­სი: "ქა­ლე­ბი“

ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა: "ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ერთ-ერთი მი­ზე­ზი“

მა­კკო­ლა­მი 19 წლის იყო, რო­დე­საც გა­და­ი­ბი­რეს, ხოლო მისი პარტნი­ო­რი რიდი - 20. ის არ მა­ლავს, რომ და­კა­ვე­ბის დროს ნარ­კო­ტი­კებს მო­იხ­მარ­და და მი­იჩ­ნევს, რომ ამან ხელი შე­უ­წყო მის გა­და­ბი­რე­ბას. მა­გა­ლი­თად, ბელა კალი, რო­მე­ლიც გა­სულ თვე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ა­კა­ვეს, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში სა­ზღვარ­ზე და­კა­ვე­ბამ­დე ჩანს, რომ მო­სა­წევ ნარ­კო­ტიკს მო­იხ­მარს.

  • მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ოს­ტა­ტე­ბი

მი­ქა­ე­ლა ასე­ვე აღ­ნიშ­ნავს, რომ ნარ­კო­ბა­რო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს ტრე­ფი­კინ­გში რთა­ვენ, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ოს­ტა­ტე­ბი არი­ან. მან გა­იხ­სე­ნა, რო­გორ და­არ­წმუ­ნეს ის, რომ კო­კა­ი­ნის ჩე­მოდ­ნის გა­და­ტა­ნა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბო­და. რო­დე­საც ის საფრ­თხე­ებ­ზე კი­თხვებს სვამ­და, თავს "პა­ტა­რა გო­გო­ნად“ აგ­რძნო­ბი­ნებ­დნენ, მისი შეშ­ფო­თე­ბა კი მარ­ტი­ვი, მაგ­რამ ცრუ პა­სუ­ხე­ბით წყდე­ბო­და.

"მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ვკი­თხე, რო­გორ გა­ვი­ტან­დით ნარ­კო­ტი­კებს აე­რო­პორ­ტის გავ­ლით, მი­თხრეს, რომ აე­რო­პორ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­თან­ხმე­ბულ­ნი იყ­ვნენ მათ­თან და არ შე­ა­მოწ­მებ­დნენ, - ამ­ბობს მა­კკო­ლა­მი.

დას­ძი­ნა, რომ ვიდ­რე მიხ­ვდე­ბო­და, რომ მო­ა­ტყუ­ეს, უკვე ხელ­ბორ­კი­ლი და­ა­დეს.

"უნდა გა­ი­გოთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის დონე, რაც ამის უკან დგას. ეს ერთ ღა­მე­ში არ ხდე­ბა, შე­საძ­ლოა კვი­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს", - გან­მარ­ტავს ის.

"მათ და­მა­ჯე­რეს, რომ ეს სრუ­ლი­ად ნორ­მა­ლუ­რი იყო. მე ვი­ყა­ვი გუ­ლუბ­რყვი­ლო, რომ მსგავს კი­თხვებს ვსვამ­დი. ამი­ტომ მე­ში­ნო­და უა­რის თქმა. კა­ცებ­მა იცი­ან, რომ შე­უძ­ლი­ათ ქა­ლე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა, რათა გა­ა­კე­თე­ბი­ნონ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი რა­ღა­ცე­ბი... ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად მე­ში­ნო­და, რომ უარი მეთ­ქვა..."

  • ბოლო დროს მომ­ხდა­რი მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი

ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი ბრი­ტა­ნე­ლი ქალი გახ­და უცხო­უ­რი ბან­დე­ბის მიერ გა­და­ბი­რე­ბის მსხვერ­პლი.

მა­ის­ში, ეს­პა­ნე­თის აე­რო­პორ­ტში, 33 კგ-ზე მეტი კა­ნა­ფით წყვი­ლი და­ა­კა­ვეს, ისი­ნი თავს ტა­ი­ლან­დელ ტუ­რის­ტე­ბად ასა­ღებ­დნენ. კა­ნა­ფის კონ­ტრა­ბან­და ხში­რია ტა­ი­ლან­დში, სა­დაც კა­ნა­ფის მოყ­ვა­ნა ლე­გა­ლუ­რია. ამის­თვის იქ ხელ­საყ­რე­ლი კლი­მა­ტია. ბან­დე­ბი იყე­ნე­ბენ უმუ­შე­ვარ ბრი­ტა­ნე­ლებს, რომ­ლებ­საც ფრე­ნებს, ჯი­ბის ფულ­სა და სას­ტუმ­რო­ებს სთა­ვა­ზო­ბენ, რათა მათ ჩან­თით კა­ნა­ფი გა­და­ი­ტა­ნონ. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად და­ბა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მქო­ნე­ნი არი­ან და ცდი­ლო­ბენ სწრა­ფად იშო­ვონ ფული.

ბრი­ტა­ნე­ლი OnlyFans-ის მო­დე­ლიც და­ა­კა­ვეს თით­ქმის 200,000 ფუნ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ტა­ი­ლან­დუ­რი კა­ნა­ფის ეს­პა­ნეთ­ში კონ­ტრა­ბან­დის­თვის .

18 წლის ბელა კალი მა­ი­სის და­სა­წყის­ში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მო­ცხად­და ტა­ი­ლან­დში დას­ვე­ნე­ბი­სას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. მას, სა­ვა­რა­უ­დოდ, 14 კგ კა­ნა­ფი გა­დაჰ­ქონ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით იმა­ვე დროს, 21 წლის შარ­ლოტ ლი მეი ლონ­დო­ნი­დან, და­ა­კა­ვეს შრი-ლან­კის დე­და­ქა­ლაქ კო­ლომ­ბო­ში. პო­ლი­ცი­ამ მის ჩე­მო­დან­ში 46 კგ "კუში“ (კა­ნა­ფის სინ­თე­ზუ­რი შტა­მი) აღ­მო­ა­ჩი­ნა. ყო­ფილ ბორტგამ­ცი­ლე­ბელს 25 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

ბრი­ტა­ნე­ლი პა­ტიმ­რე­ბის საქ­მე­ებ­ში კი უჩ­ვე­უ­ლო მსგავ­სე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა: ორი­ვე მათ­გან­მა გამ­გზავ­რე­ბის­თვის ერთი და იგი­ვე აე­რო­პორ­ტი გა­მო­ი­ყე­ნა. ისი­ნი ბანგკო­კის სუ­ვარ­ნა­ბჰუ­მის აე­რო­პორ­ტი­დან მარ­ტო გაფ­რინ­დნენ. ორ საქ­მეს შო­რის პო­ტენ­ცი­უ­რი კავ­ში­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და შრი-ლან­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ნა­წი­ლი იქ­ნე­ბა.

მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბამ­დე მათ ოჯა­ხი წევ­რებს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ უც­ნობ მა­მა­კაც­თან შეხ­ვედ­რას გეგ­მავ­დნენ.

ბე­ლამ ოჯახს გა­უმ­ხი­ლა, რომ ფი­ლი­პი­ნებ­ში მა­მა­კაცს ხვდე­ბო­და, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან გად­მო­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. ამა­სო­ბა­ში, შარ­ლო­ტა ტა­ი­ლან­დში გა­ემ­გზავ­რა და ნა­თე­სა­ვებს გა­ნუ­ცხა­და, რომ მა­მა­კაც­თან შეხ­ვედ­რას აპი­რებ­და.

თავ­და­პირ­ვე­ლად ბელა კა­ლის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი გახ­ლდათ, მაგ­რამ რო­გორც თა­ვად დაგ­ვი­დას­ტუ­რა სა­უ­ბარ­ში, ის ახლა კა­ლის ად­ვო­კა­ტი აღარ არის. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გო­გო­ნას მშობ­ლებ­მა მი­ი­ღეს, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ. კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, მას ასე­ვე შე­ზღუ­დუ­ლი აქვს მე­დი­ას­თან საქ­მის მა­სა­ლებ­ზე სა­უბ­რის უფ­ლე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა