ENews.Ge ახალი ამბები

რუსეთიდან დეპორტირებულ უკრაინის ათობით მოქალაქეს ლარსის საზღვრიდან საქართველოში არ უშვებენ

ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ტელეგრამ-არხში "მოხალისეები თბილისი" გავრცელდა, მოგვიანებით კი უკრაინელებმა ეს Новая газета-ს დაუდასტურეს
🔻 როგორც აღნიშნული გამოცემა წერს, უკრაინის მოქალაქეები რუსეთის მიგრაციის სამსახურმა დეპორტაციის მიზნით საზღვარზე მიიყვანა, თუმცა ქართულმა მხარემ უკრაინელების ქვეყანაში შეშვებაზე უარი თქვა. "სარდაფში, სადაც ისინი იმყოფებიან, ძალიან ცხელა (36 გრადუსი) და იქ ბევრი ხალხია" - წერია სტატიაში. გამოცემა წერს, რომ სამ პატარა ოთახში 35 ადამიანია დაკავებული და "მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება"
💬 "რუსეთი მუდმივად ახდენს უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციას ლარსის საზღვრის გავლით, მაგრამ ამდენი ადამიანი ერთდროულად არასდროს შეგვხვედრია. ჩვენი მონაცემებით, ხალხი საზღვარზე მთელი რუსეთიდან - ვოლგოგრადიდან, ენგელსიდან, ტულიდან, ტამბოვიდან, ელიტადან, ორელიდან მოჰყავთ. ეს მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომლებიც დანამდვილებით ვიცით, რადგან ისინი ჩვენთან კონტაქტში არიან. ყველა მათგანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა დეპორტაციის ცენტრში" | ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი მოხალისე, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა