ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია - როგორ ულოცავენ შვილები და მეგობრები ტელეწამყვანს დაბადების დღეს
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იუბილარია. "ჩემი სიყვარული" - ამ წარწერით მიულოცა შვილმა, მარიამ გეგუჩაძემ, ნანუკას დაბადების დღე და მასთან ერთად გადაღებული ფოტების კოლაჟი გაგვიზიარა.

მარიამის გარდა, ნანუკას დაბადების დღე მეგობრებმა და გულშემატკივრებმაც მიულოცეს. მის გვერდზე უამრავ კეთილ სურვილსა და დადებით კომენტარს შეხვდებით. ტელეწამყვანი 46 წლის გახდა.
ნანუკა ჟორჟოლიანის ბიოგრაფია
ნანუკა ჟორჟოლიანი 1979 წლის 26 ივნის დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

1999 წელს დაიწყო მუშაობა გადაცემა „ალიონში“, „პირველ არხზე“. 2001 წელს გადავიდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე. მუშაობდა პოლიტიკური სიახლეების მიმართულებით. 2008 წელს იყო რეპორტიორი რუსეთ-საქართველოს ომში. 2009 წლიდან 2019 წლამდე ჰქონდა საავტორო გადაცემა „ნანუკას შოუ“, რომელიც 2009-2012 წლებში "იმედზე", ხოლო 2013-2019 წლებში "რუსთავი 2"-ზე გადიოდა. 2019 წლიდან გადავიდა „მთავარ არხზე“, სადაც მიჰყავს გადაცემა „სხვა ნანუკა“. დღეს კი ნანუკა ტვ პირველზე საქმიანობს.

2020 წლის 23 სექტემბერს „ძალა ერთობაშიამ“ ნანუკა წარადგინა წყალტუბოს, სამტრედიის, ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატად. ნანუკა აქტიურად არის ჩაბმული დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციებში.
ნანუკა 16 წლის ასაკში დაოჯახდა ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. ნანუკას და ნიკოლოზის ქორწინებამ 2 წელს გასტანა. ნანუკას ნიკოლოზისგან ერთი საერთო შვილი, მარიამი ჰყავს.












