ENews.Ge ახალი ამბები

"საჯაროდ ვაცხადებ! ჩემმა ვიდეომესიჯმა მიაღწია თავის მიზანს" - ია ფარულავას განცხადება

საჯაროდ ვაცხადებ! ჩემმა ვიდეომესიჯმა მიაღწია თავის მიზანს - აშშ-მდე და იქ უკვე გაიმართა საუბარი ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან. არაფერს ვმალავ და არც დამალვა მჩვევია. ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც ვვარაუდობდი: საქართველოს საკითხი დღის წესრიგშია, მაგრამ პრიორიტეტი არ არის!

აშშ ვერავითარ რეჟიმს ვერ შეცვლის ძალით, თუ ეს არ იქნება ხალხის ნება და ხალხის მოთხოვნა. გადაწყვეტილება ჩვენს ხელშია და დრო აღარ რჩება. მე არ მყავს შვილები, არც ვალდებულებები მაქვს - შემიძლია წავიდე და ვიცხოვრო ამერიკაში მშვიდად. მაგრამ თქვენ? თქვენ რას აპირებთ?!

 

parulava

ია ფარულავა აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. ის სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ხშირად აპროტესტებს სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალურ პრობლემას. განსაკუთრებული აქტიურობით გამორჩეოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე პროტესტის დროს. მის მიმართ დადებითად არიან განწყობილი ახალგაზრდებიც. 

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა