ENews.Ge ახალი ამბები

16 წლის ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა.

ხონში ახალგაზრდა ბიჭი ტრაგიკულად დაიღუპა – სამძიმრის წერილს ხონის მუნიციპალიტეტის მერია აქვეყნებს.

“ხონში დატრიალებულმა ტრაგედიამ კიდევ ერთი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა…

სიცოცხლით სავსე, ჯანმრთელი ბიჭი აღარ არის ჩვენს გვერდით — დიდი დანაკლისი და ენით აღუწერელი ტკივილია.

გულსატკენია, რომ წარსულის მწარე გამოცდილებამ საკმარისად არ დაგვაფიქრა და სიფრთხილისკენმ არ მოგვიწოდა.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მიმართ.

გთხოვთ ყველას — ვიყოთ ფხიზლად! თითოეულმა წინდახედულმა ნაბიჯმა შეიძლება სიცოცხლე გადაარჩინოს!” – წერს ხონის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა