ENews.Ge ახალი ამბები

იმედის ჟურნალისტი ეკატერინე ამირეჯიბი მთავრობას მიმართავს



ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დღე“ წამყვანი, ეკატერინე ამირეჯიბი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მიმართავს:

„როდესაც‼️ ძ ა ლ ა უ ფ ლ ე ბ ი ს‼️ სიყვარული გადაწონის სიყვარულის ძალაუფლებას ასე ხდება. ყრუ კედელი… რომელიც თითქოს ადამიანების ხმას აღარ ატარებს.

„მშვიდობის ქალაქს“, „ევროპულ ქალაქს“ როგორც თვითონ უწოდებთ ხოლმე ხშირად, შეგიძლიათ თქვენ თვითონ დაუბრუნოთ სიმშვიდე, დაუბრუნოთ გაზაფხული, სტუდენტები კი დაუბრუნოთ ლექციებს აუდიტორიებში

პირველ რიგში, თქვენ ხართ ვალდებული ამ ბეწვის ხიდზე რაც დღეს შეიქმნა, ყველაზე ფრთხილად და უსაფრთხოდ გაატაროთ საკუთარი მოქალაქეები“, – მიმართავს საქართველოს მთავრობას ეკატერინე ამირეჯიბი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა