იპოვეს 16 წლის ბიჭი, რომელსაც 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული, ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან! – რომელ რაიონში მოხდა უმძიმესი შემთხვევა და რას ამბობს პოლიცია?
მარნეულის სოფელ ზემო ყულარში იპოვეს არასრულწლოვანი, რომელსაც 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული. შემთხვევა 10 ივლისს მოხდა, თუმცა, როგორც რადიო “მარნეულს” დაზარალებულთან დაახლოებული პირები უყვებიან, ბავშვის პოვნა რამდენიმე საათის წინ მოხერხდა.
16 წლის ბიჭი მრავლობითი ჭრილობებით მარნეულის ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მარნეულში არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 1 პირი, გამოძიება,სსკ-ის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც, განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში გულისმობს.












