ENews.Ge ახალი ამბები

ცოტა ხნის წინ ცნობილი და ყველასთვის საყვარელი მწერალი გარდაიცვალა



77 წლის ასაკში ამერიკელი მწერალი პოლ ოსტერი გარდაიცვალა. ოსტერი ფილტვის კიბოს გართულების შედეგად გარდაიცვალა.

ოსტერმა სახელი გაითქვა 1980-იან და 1990-იან წლებში, თავისი “ნიუ-იორკის ტრილოგიით”, რომელშიც ის დეტექტიური ჟანრის მეტაფიზიკურ, ფილოსოფიურ გადააზრებას გვთავაზობს და სცენარით საკულტო ფილმისთვის Smoke, რომელიც ბრუკლინის თამბაქოს მაღაზიაში თავმოყრილი, დაკარგული და ტკივილიანი ადამიანების ურთიერთობებზე და ბედისწერაზე გვიყვება.

მედია ოსტერს “ლიტერატურის სუპერვარსკვლავს” უწოდებდა, კრიტიკოსები მის პროზას ახასიათებენ “ნუარის” ჟანრის რომანის პოსტმოდერნისტულ გადააზრებად, არასანდო მთხრობელებით, სიუჟეტის არასტაბილური ღერძით, აუტსაიდერი პერსონაჟებით, ადამიანური ტკივილით და კავშირებით. ოსტერის ტექსტები ხშირად ეხმიანება დამთხვევის, შემთხვევითობის, ბედისწერის თემატიკას, პერსონაჟებს შორის გვხვდებიან მარტოსული მწერლები, მისი ადრეული რომანების გმირები ზოგჯერ გვიანდელი პერიოდის რომანებშიც იჩენენ თავს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა