ENews.Ge ახალი ამბები

ქუთაისში, მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა - რა დეტალებია ცნობილი

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

“ინფო იმერეთს” ინფორმაციით, 2 მსუბუქი მანქანა გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა, შედეგად მსუბუქი ავტომობილების მძღოლები დაიღუპნენ.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, ადგილზე  მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა პოლიცია, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა