ENews.Ge ახალი ამბები

როგორ მოხდა ტრაგედია და რატომ იმყოფებოდა იმ დროს იმ ადგილას ,რას ჰყვებიან ვაგზალზე დაღუპულ ბიჭზე.

თბი­ლის­ში, სად­გუ­რის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში მომ­ხდარ ნგრე­ვას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, ერთი კი და­შავ­და. ტრა­გე­დია 14 ივ­ლისს, და­ახ­ლო­ე­ბით, 19:00 სა­ათ­ზე, თევ­დო­რე მღვდლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და.

  • და­ღუ­პუ­ლია და­ვით ბარ­თია და კი­დევ ერთი ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც იქვე ვაჭ­რობ­და. და­ვით ბარ­თია იმ დღეს დას­თან ერ­თად ბა­ზარ­ში ხორ­ცის სა­ყიდ­ლად მი­დი­ო­და, როცა ნან­გრე­ვებ­ში მოყ­ვა.

მისი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან ამო­იყ­ვა­ნეს, მისი და კი მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბით კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. გლო­ვაა მარ­ტვი­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბალ­და­ში, სა­დაც დათო ბარ­თია გა­ი­ზარ­და. დღეს მისი ჭი­რი­სუ­ფა­ლია მთე­ლი სო­ფე­ლი.

ნანი ბარ­თია, და­თოს მე­ზო­ბე­ლი:

– მთე­ლი სო­ფე­ლი გლო­ვობს, სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ჩვე­ნი დათო აღარ გვყავს და მთე­ლი სო­ფე­ლია დღეს მისი ჭი­რი­სუ­ფა­ლი, რად­გან და­თოს დედ- მამა გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან. დათო უკარ­გეს ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მის მშობ­ლებს ის აყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­დათ, თავს ევ­ლე­ბოდ­ნენ, არა­ფერს აკ­ლებ­დნენ. ჩემი შვი­ლის ტო­ლია და ახ­ლაც მახ­სოვს, სახ­ლში თოთო ბავ­შვი რომ მო­იყ­ვა­ნეს, რო­გორ მყავ­და ხელ­ში ატა­ტე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ ჩვენ თვალ­წინ გა­ი­ზარ­და. მა­მა­მი­სი იმ წლებ­ში ბალ­და­ში ფერ­მის გამ­გე იყო. დედა მე­ო­ჯა­ხე ქალ­ბა­ტო­ნი იყო. ძვირ­ფა­სი ოჯა­ხის გაზ­რდი­ლი შვი­ლია…

დათო სა­უ­კე­თე­სო შვი­ლი იყო, წე­სი­ე­რი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბით, უჭ­კვი­ა­ნე­სი, სოფ­ლის იმე­დი… ხუთი წელი იქ­ნე­ბა, რაც წა­სუ­ლია თბი­ლის­ში, ჯერ ე.წ დე­ზერ­ტი­რე­ბის ბა­ზარ­ში მუ­შა­ობ­და, ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­და, მერე გა­ზის კომ­პა­ნი­ა­ში აღ­მრი­ცხვე­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. დედა 6 წე­ლია, რაც გარ­დაც­ვლი­ლია, მამა უფრო ადრე გარ­და­იც­ვა­ლა. ბი­ო­ლო­გი­ურ­მა დამ მო­ძებ­ნა წლე­ბის წინ, რო­მე­ლიც სულ ცდი­ლობ­და, მის გვერ­დით ყო­ფი­ლი­ყო, სულ ძა­მი­კო, ძა­მი­კოს ეძახ­და. რაც ნახა, მას შემ­დეგ თვა­ლი­დან არ მო­უ­შო­რე­ბია…წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა