თიკა ფაცაცია – წარმატებული მომღერალი და ტელეწამყვანია, რომლის პირადი ცხოვრებაც საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს.
ის 3 წლის ასაკში შეიყვანეს საბალეტო სკოლაში. მოგვიანებით, 1991 წელს, თიკა ფორტეპიანოსა და გიტარაზე დაკვრა ისწავლა. 1997 წელს თიკა პროფესიონალურ მოდელობას მოჰკიდა ხელი და ქართველი მოდელიორების თითქმის ყველა ჩვენებაში მონაწილეობდა. 2000 წელს ჯგუფი „სეთი“ შექმნა და აშშ–ში გაემგზავრა. 2003 წელს კი თიკამ პირველი ალბომი გამოსცა სახელწოდებით „თქვი, რას აპირებ“. ალბომში ახალი 11 სიმღერა შევიდა. 2006 წელს გამოვიდა თიკას სინგლი „სიმართლის დროა“.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მისი მეუღლე ბიზნესმენი დავით ანთელიძეა, რომელთანაც თიკამ იქორწინა 17 წლის ასაკში. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში მყარად შენარჩუნდა.
დავით ანთელიძე იშვიათად ჩნდება საჯარო სივრცეებში და მუდამ ცდილობს კამერებისგან თავი შორს დაიჭიროს. პირად ცხოვრებაზე არც თიკას უყვარს საუბარი.













