ENews.Ge ახალი ამბები

Anonymous-მა წუხელ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი გათიშა - რას წერს რატი ბრეგაძე?



იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, რატი ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დის მუ­შა­ო­ბა აღ­დგე­ნი­ლია.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ვებგ­ვერ­დზე შე­ტე­ვა და მისი გა­თიშ­ვა და­ნა­შა­უ­ლია.

"და­ნა­შა­უ­ლით ტკბო­ბა და მისი სი­ხა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით გა­ზი­ა­რე­ბა კი მი­ნი­მუმ სრუ­ლი ამო­რა­ლუ­რო­ბა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დით სარ­გებ­ლობს ბევ­რი ადა­მი­ა­ნი, გა­ნურ­ჩევ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა და იღებს მის­თვის სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას. შე­სა­ბა­მი­სად ზი­ა­ნი ად­გე­ბა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეთ სხვა­დას­ხვა ტი­პის გა­და­უ­დე­ბე­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა”, - წერს რატი ბრე­გა­ძე FACEBOOK-ზე.


პირ­ველ მა­ისს Anonymous-მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე თავ­დას­ხმა გა­მო­იწ­ვევს ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის შე­სა­ხებ.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს: მო­ვის­მი­ნეთ თქვე­ნი თხოვ­ნა დახ­მა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გა­დით ქუ­ჩებ­ში, თქვენ მარ­ტო არ ხართ. Anonymous-ის წევ­რე­ბი დგა­ნან თქვენ­თან ერ­თად და და­გეხ­მა­რე­ბი­ან დე­მოკ­რა­ტი­ის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცი­ას: აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე თავ­დას­ხმა გა­მო­იწ­ვევს ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას თქვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყვე­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის შე­სა­ხებ. ხელ­ში ჩა­ვიგ­დებთ თქვენს მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებს და ელექტრო­ნულ ფოს­ტებს და ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ვავ­რცე­ლებთ. ეს თქვე­ნი პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი გაფრ­თხი­ლე­ბაა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია Anonymous-ის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა