ENews.Ge ახალი ამბები

შემეძლო, ცხოვრება წარმატებული კარიერისთვის მიმეძღვნა... არაერთ შეთავაზებაზე ვთქვი უარი, რადგან ჩემი ადგილი ტაძარში იყო" - ქალი, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა მაცხოვრის დატირებას გალობს



წი­თე­ლი პა­რას­კე­ვი ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეა მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­დე­საც სრუ­ლი­ად სამ­ყა­რო ირინ­დე­ბა, რა­ღაც დიდი სა­ი­დუმ­ლოს მო­ლო­დი­ნით! დღე, რო­დე­საც ცა და დე­და­მი­წა დუმს! დღე, გა­უც­ნო­ბი­ე­რე­ბე­ლი ში­შის, კრძალ­ვის, ტკი­ვი­ლი­სა და სის­ხლად დაღ­ვრი­ლი გუ­ლის ცრემ­ლე­ბის! დღე, რო­დე­საც ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი გა­აკ­რეს ჯვარ­ზე...

დღე, რო­დე­საც მათ, რო­მელ­ნიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­და, ღა­ლა­ტით გას­ცეს და დიდი ტკი­ვი­ლი­სათ­ვის გა­ი­მე­ტეს! დღე­ვან­დელ დღეს, სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა ტა­ძარ­ში, იგა­ლო­ბებს სა­გა­ლო­ბე­ლი - იე­სოს და­ტი­რე­ბა, რო­მე­ლიც არ­ცერთ ჩვენ­განს გულ­გრილს არ ტო­ვებს. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია ხმა - სოპ­რა­ნო­სი, ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ი­რა ნა­ჩხა­ტაშ­ვი­ლის. ქალ­ბა­ტო­ნი ნა­ი­რა უკვე თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნეა, რაც ამ სა­ო­ცარ და­ტი­რე­ბას ას­რუ­ლებს.

ნა­ი­რა ნა­ჩხა­ტაშ­ვი­ლი:

- რო­დე­საც ქრის­ტეს ცხოვ­რე­ბას, ქრის­ტეს გა­ლო­ბას გა­ლობ, უნდა გა­ი­ზი­ა­რო, მისი თი­თო­ე­უ­ლი ტკი­ვი­ლი. ამ დროს თით­ქოს მთე­ლი სხე­უ­ლი მეც მიმ­ძიმ­დე­ბა და მი­სივ­დე­ბა გული. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შე­მეძ­ლო, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ო­პე­რო კა­რი­ე­რი­სათ­ვის მი­მე­ძღვნა ჩემი ცხოვ­რე­ბა, ჩემი ად­გი­ლი ტა­ძარ­ში იყო, არის და იქ­ნე­ბა. არა­ერთ პრო­ფე­სი­ულ შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე ვთქვი ამ მი­ზე­ზის გამო უარი და დღემ­დე ეკ­ლე­სი­ა­ში ვგა­ლობ. სცე­ნის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლი კი, შვილს, მაყ­ვა­ლა ას­პა­ნი­ძეს გა­და­ვა­ბა­რე. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, მე დავ­დგე­ბი თუ ჩემი შვი­ლი სცე­ნა­ზე? ჩვენ ხომ ისე­დაც ერ­თნი ვართ. რაც შე­ე­ხე­ბა ეკ­ლე­სი­ას, ჩემი ერ­თგუ­ლე­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი უკავ­შირ­დე­ბა არა­ერთ სას­წა­ულს, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ი­წყო, როცა მე გა­ლო­ბა და­ვი­წყე.

პირ­ვე­ლი­ვე ღა­მეს, როცა ეს სა­გა­ლო­ბე­ლი შე­ვას­რუ­ლე, არ და­მე­ძი­ნა და მთე­ლი ღამე ან­გე­ლო­ზე­ბის გა­ლო­ბა მეს­მო­და. თით­ქოს მათ მაჩ­ვე­ნეს, რო­გორ უნდა მე­გა­ლო­ბა და მას მერე ვგა­ლობ იმ ტემ­პით და ხმით, რაც მა­შინ ყურ­ში ჩა­მეს­მა. მე და­ტი­რე­ბის ჩე­მე­ულ ვერ­სი­ას ვგა­ლობ, თუმ­ცა თავ­და­პირ­ვე­ლად ტექ­სტზე, არა­ერ­თმა კომ­პო­ზი­ტორ­მა და­წე­რა ნა­წარ­მო­ე­ბი.

- რო­გორც ვიცი, თქვე­ნი ეს ვერ­სია, მის უწ­მინ­დე­სო­ბას­თან ერ­თად აირ­ჩა?

- პატ­რი­არ­ქს ძა­ლი­ან უნ­დო­და, რომ ხალ­ხი მო­ე­ზი­და. ეს ის წლე­ბი, იყო, როცა არ და­დი­ოდ­ნენ ტა­ძარ­ში. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს უნ­დო­და მოს­ვლა, მაგ­რამ თუ წა­ვი­დოდ­ნენ ეკ­ლე­სი­ა­ში, დას­ჯიდ­ნენ. ერთხე­ლაც უწ­მინ­დეს­მა იქა­და­გა, რომ "დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, ხალ­ხმა ტა­ძარ­ში ია­როს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ყო­ველ­დღი­უ­რი წირ­ვა-ლოც­ვა იქ­ნე­ბაო. და ვაჟ­თა და ქალ­თა ან­სამ­ბლი მინ­და შევ­ქმნაო“.. იმ პე­რი­ოდ­ში მე, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი. ისე მოხ­და, რომ, მე ჩემ­მა პე­და­გოგ­მა რე­პე­ტი­ცი­ის მერე და­მი­ძა­ხა: ნა­ი­რა, საქ­მე მაქვს, ლექ­ცი­ე­ბის მერე, და არ წახ­ვი­დეო". მო­მა­ს­მე­ნი­ნა რა­ღაც ნა­წარ­მო­ე­ბი და მკი­თხა: სად იმ­ღე­რებ­დი ამ ნა­წარ­მო­ებ­სო? რა­ტომ­ღაც მა­შინ­ვე ვუ­პა­სუ­ხე - ტა­ძარ­ში-მეთ­ქი. მახ­სოვს, ჩემი პე­და­გო­გის გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი სახე.

ამის მერე, ჩემი ნამ­ღე­რის ჩა­ნა­წე­რი მო­ას­მე­ნი­ნეს პატ­რი­არ­ქს. უწ­მინ­დეს­მა და­ვით გუ­რა­მიშ­ვი­ლის, ამ სა­ო­ცა­რი და­ტი­რე­ბის მი­ხედ­ვით, მუ­სი­კის შექ­მნა და­ა­ვა­ლა ქარ­თველ კომ­პო­ზი­ტო­რებს. და რო­დე­საც ჩვენ­მა უწ­მინ­დეს­მა მო­მა­ს­მე­ნი­ნა სხვა­დას­ხვა ვერ­სია, მა­შინ­ვე მკი­თხა: "აბა, რას? რო­მელ ვერ­სი­ას აირ­ჩევ­დი­თო? ყვე­ლა კარ­გია, თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, მაგ­რამ რო­გორც ქარ­თვე­ლი დედა და­ი­ტი­რებს თა­ვის შვილს, ზუს­ტად ისე უნდა იგა­ლო­ბე­ბო­დეს, ისე­თი კილო მო­უხ­დე­ბა ჩემი აზ­რით მეთ­ქი“. აბა რო­გო­რო?“ იქვე გო­გო­ნებს ბანი და­ვა­ჭე­რი­ნე, და და­ვი­წყე. თან ტექსტს მივ­ყვე­ბო­დი, თან ვტი­რო­დი და თან ვგა­ლობ­დი“. უწ­მინ­დეს­მა შუ­ამ­დე რომ მი­ვე­დი, გა­მა­წყვე­ტი­ნა გა­ლო­ბა და მი­თხრა: "ხო, ხო. ეგ არის! დღე­ი­დან შენ ამას იგა­ლო­ბებ!..

იმ დღის მერე, 1979 წლი­დან, 44 წე­ლია უკვე ვგა­ლობ "მოთ­ქმა ხმი­თა, თავ­ბო­ლო ერთი“, რო­მე­ლიც ისე მი­ი­ღო ხალ­ხმა, რომ ამ სა­თა­უ­რის მა­გივ­რად და­არ­ქვეს, იე­სოს და­ტი­რე­ბა“. გა­ი­ლე­ვა თუ არა, ვნე­ბის კვი­რა, ისევ თა­ვი­დან ვი­წყებ ფიქ­რს მო­მა­ვალ წი­თელ პა­რას­კევ­ზე, ჯვარ­ცმის დღე­ზე. ყო­ველ­თვის ამ დღის მერე, ვი­ჩო­ქებ, ღვთის­მშობ­ლის ხატ­თან, და ვთხოვ, რომ ეს მად­ლი არ წა­მარ­თვას. და მარ­თლაც, ყო­ველ წი­თელ პა­რას­კევს, უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, და ჩემი მთე­ლი გუ­ლით და სუ­ლით, ჩემს იე­სოს, ჩემს ქრის­ტეს დავ­ტი­რი. ეს დღე ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი­სათ­ვის ყო­ფი­ლი­ყოს სი­ნა­ნუ­ლის მომ­ცე­მი და ვი­სურ­ვებ­დი, ღირ­სე­უ­ლად შევ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვით აღ­დგო­მის ბრწყინ­ვა­ლე დღე­სას­წა­ულს. ჩვენ მხო­ლოდ რწმე­ნა და იმე­დი გა­დაგ­ვარ­ჩენს. რწმე­ნა იმი­სა, რომ უფა­ლი ჩვენ­თან არის

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა