ENews.Ge ახალი ამბები

"ჩვენ უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და, განსხვავებული აზრების მიუხედავად, შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება" - პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე



სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სის და ბიჭ­ვინ­თი­სა და ცხუმ-აფხა­ზე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი­ლია II-ის

სა­ქარ­თვე­ლოს წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წევრთ, მკვიდრთ ივე­რი­ი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეთ:

"თქვა ... იე­სომ: მე ვარ აღ­დგო­მა და სი­ცო­ცხლე, ვინც მე მი­წა­მებს, თუნ­დაც რომ მოკ­ვდეს, იცო­ცხლებს“ (ინ.11.25).

აღ­სრულ­და უფ­ლის გან­კა­ცე­ბის დი­ა­დი სა­ი­დუმ­ლოს მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, - ქრის­ტე აღ­დგა!

ენით გა­მო­უთ­ქმე­ლი და მი­უწ­ვდო­მე­ლი ეს სას­წა­უ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის გუ­ლამ­დე აღ­წევს და სა­ყო­ველ­თაო სი­ხა­რუ­ლით აღვსილ­ნი ვხმობთ:

ქრის­ტე აღ­დგა!

ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა!

საღვთო და ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბის მქო­ნე ძე ღვთი­სა და ძე კა­ცი­სა, მა­ცხო­ვა­რი სოფ­ლი­სა და გან­მა­ახ­ლე­ბე­ლი სამ­ყა­რო­სი, იშვა რჩე­უ­ლი ერის, ის­რა­ე­ლის, წი­აღ­ში.

ადა­მი­ა­ნუ­რი ბუ­ნე­ბით იგი მო­ი­ცავ­და მთელ კა­ცობ­რი­ო­ბას, ოღონდ იმ გან­სხვა­ვე­ბით, რომ არ ჰქონ­და ცოდ­ვა ისე­ვე, რო­გორც ადამს ცოდ­ვით და­ცე­მამ­დე.

მას მე­ო­რე ადა­მა­დაც სა­ხელ­დე­ბენ, რად­გან არც ადამს ჰყავ­და ხორ­ცი­ე­ლი მამა და არც იე­სოს; პირ­ვე­ლი ადა­მი მი­წის­გან შე­იქ­მნა და შე­მოქ­მე­დის­გან სული შთა­ე­ბე­რა, მე­ო­რე, - წმინ­და ქალ­წულ მა­რი­ა­მის­გან სუ­ლიწ­მინ­დით მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. პირ­ვე­ლი ადა­მის შე­ცო­დე­ბით სა­მო­თხე და­ვა­კარ­გეთ და სიკ­ვდილ­სა და ხრწნი­ლე­ბას და­ე­დო სა­თა­ვე, ხოლო მე­ო­რე ადამ­მა - ქრის­ტემ, ცოდ­ვი­სა და სუ­ლი­ე­რი სიკ­ვდი­ლი­სა­გან გვიხ­სნა, მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლე მოგ­ვა­ნი­ჭა და სა­მო­თხის კარი კვლავ გან­გვი­ღო.

გან­კა­ცე­ბულ­მა უფალ­მა გა­ნა­ახ­ლა ჩვე­ნი და­ცე­მუ­ლი ბუ­ნე­ბა და აღგ­ვიდ­გი­ნა ცოდ­ვით შე­ბღა­ლუ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლი ხა­ტე­ბა ღვთი­სა. ამას­თან, მან გვიჩ­ვე­ნა მა­გა­ლი­თი იმი­სა, თუ რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა გვქონ­დეს ერ­თმა­ნეთ­თან და ღმერ­თთან, რათა და­სა­ბა­მი­სე­უ­ლი გან­გე­ბუ­ლე­ბა ყოვ­ლად­წ­მინ­დი­სა სა­მე­ბი­სა ჩვენ­ში გა­ცო­ცხლდეს და აღორ­ძინ­დეს.

* * *

სულ რა­ღაც სამ­წელ­ნა­ხევ­რის მან­ძილ­ზე იესო ქრის­ტემ თა­ვი­სი ქა­და­გე­ბე­ბით მრა­ვა­ლი მიმ­დე­ვა­რი შე­ი­ძი­ნა, თუმ­ცა მისი მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი სწავ­ლე­ბა ყვე­ლამ სი­ხა­რუ­ლით როდი მი­ი­ღო. ზოგი ეჭ­ვით უყუ­რებ­და, ზო­გიც გმობ­და. თა­ვად უფა­ლი კი, გან­გე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ულ ჟა­მამ­დე გა­ნე­რი­დე­ბო­და ხოლ­მე მათ და გან­კურ­ნე­ბუ­ლებს, მკვდრე­თით აღ­დგი­ნე­ბუ­ლებს, აგ­რეთ­ვე, ფე­რის­ცვა­ლე­ბის სას­წა­უ­ლის მხილ­ველ მო­წა­ფე­ებს და თვით ბო­როტ სუ­ლებ­საც უკ­რძა­ლავ­და, გარ­კვე­ულ დრომ­დე, მე­სი­ად სა­ჯა­როდ ეღი­ა­რე­ბი­ნათ; სი­ტყვა­ნი და საქ­მე­ნი მის­ნი კი მა­ინც თა­ვის­თა­ვად მოწ­მობ­და, ვინ იყო იგი.

უფალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნობ­დნენ, რომ არა­მი­წი­ერ­თან და, ამა­ვე დროს, მშობ­ლი­ურ­თან, ჰქონ­დათ შე­ხე­ბა და მუ­დამ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დგე­ბოდ­ნენ, - მი­ე­ტო­ვე­ბი­ნათ ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის წესი, ეზ­რუ­ნათ სუ­ლი­ერ გან­წმენ­და­ზე, რო­გორც ამას მა­ცხო­ვა­რი ქა­და­გებ­და, თუ დარ­ჩე­ნი­ლიყ­ვნენ ცოდ­ვა­ში და ძვე­ლე­ბუ­რი ყოფა გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნათ. იე­რუ­სა­ლიმ­ში დი­დე­ბით შეს­ვლამ­დე უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბილ­ნიც კი, მარ­თა­ლია, ზოგ­ჯერ დრტვინ­ვით, მაგ­რამ უფრო ხში­რად ინ­ტე­რე­სით, უს­მენ­დნენ მა­ცხო­ვარს; თუმ­ცა ოთხი დღის მკვდა­რი ლა­ზა­რეს აღ­დგი­ნე­ბის შემ­დეგ, როცა მთელ­მა ერმა პა­ტი­ვი მი­ა­გო მას, რო­გორც მე­სი­ა­სა და მა­ცხო­ვარს და ჩვი­ლებ­მაც კი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად იგა­ლო­ბეს მხსნე­ლის სა­დი­დე­ბე­ლი: "ოსა­ნა მა­ღალ­თა შინა, კურ­თხე­ულ არს უფ­ლის სა­ხე­ლით მო­მა­ვა­ლი მეფე ის­რა­ე­ლი­სა“ (ინ. 12.13) - , ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა;

უფა­ლი უკვე ყვე­ლას შე­ე­ხო და რო­გორც სა­ე­რო­ნი, ისე, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­სუ­ლი­ე­რო დასი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დად­გა, - ან უნდა მი­ე­ღოთ იგი მე­სი­ად, ან უა­რე­ყოთ.და­პი­რის­პი­რე­ბულ­მა ძა­ლამ მისი სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­ნიზ­რა­ხა.მოვ­ლე­ნე­ბი უს­წრა­ფე­სად გან­ვი­თარ­და.ქრის­ტე შე­ი­პყრეს ხუთ­შა­ბათს, ღა­მით, რო­დე­საც მო­სახ­ლე­ო­ბა პა­ს­ე­ქის ზე­ი­მის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. პა­რას­კევს, გამ­თე­ნი­ი­სას, გა­ა­სა­მარ­თლეს, გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს და იმა­ვე დღეს ჯვარს აც­ვეს.პა­ს­ე­ქის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, პი­ლა­ტეს სა­სა­მარ­თლომ­დე ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის შე­წყა­ლე­ბა იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მღვდელმთავ­რე­ბი­სა და უხუ­ცე­სე­ბის მიერ წა­ქე­ზე­ბულ­მა ხალ­ხმაც იესო ქრის­ტეს ბა­რა­ბა ამ­ჯო­ბი­ნა... * * *იმ დრო­ი­სათ­ვის იუ­დეა რო­მის იმ­პე­რი­ას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, რის გა­მოც მა­ცხოვ­რის მთა­ვარ ბრალ­მდებ­ლებს, სი­ნედ­რი­ო­ნის წევ­რებს, იგი რო­მა­ელ პრო­კუ­რა­ტორ­თან, პი­ლა­ტეს­თან, უნდა მი­ეყ­ვა­ნათ, რად­გან, რო­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე, ჩა­მორ­თმე­უ­ლი ჰქონ­დათ სიკ­ვდი­ლის გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის უფ­ლე­ბა; ამას­თან, უფ­ლის უკი­დუ­რე­სი შე­უ­რა­ცხყო­ფის მიზ­ნით, მისი სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა ჯვარ­ცმით, - დას­ჯის ყვე­ლა­ზე და­საძ­რა­ხი რო­მა­უ­ლი წე­სით, ჰქონ­დათ გან­ზრა­ხუ­ლი.გარ­და პი­ლა­ტე­სი, იგი მე­ო­თხედმთა­ვარ­საც, იუ­დე­ის მეფე ჰე­რო­დე­საც მიჰ­გვა­რეს. ასე რომ, უმოკ­ლეს დრო­ში მოხ­და იესო ქრის­ტეს წარ­დგე­ნა სამ მმარ­თველ ძა­ლას­თან:იუ­დე­ველ­მა მღვდელმთა­ვარ­მა კა­ი­ა­ფამ ბრა­ლად დას­დო მო­სეს რჯუ­ლის დარ­ღვე­ვა და ღვთის თა­ნას­წო­რად თა­ვის მიჩ­ნე­ვა.წარ­მო­შო­ბით იდუ­მი­ელ­მა მეფე ჰე­რო­დემ, რო­მე­ლიც არ იყო და­ვი­თის შთა­მო­მა­ვა­ლი და ტახ­ტის და­კარ­გვის შიში მუ­დამ ჰქონ­და, იუ­დე­ველ­თათ­ვის აღ­თქმულ ცრუ მე­ფედ მი­იჩ­ნია იგი და, დამ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, თა­ვის მო­სას­ხამ­მოც­მუ­ლი სა­ბო­ლოო მსჯავ­რის­თვის პი­ლა­ტეს გა­უგ­ზავ­ნა.პრო­კუ­რა­ტორ პი­ლა­ტეს არ სურ­და ქრის­ტეს დას­ჯა, მაგ­რამ მა­ინც ან­გა­რი­ში გა­უ­წია სი­ნედ­რი­ო­ნის, ჰე­რო­დე­სა და მას­თან წარ­მოდ­გე­ნი­ლი ხალ­ხის პო­ზი­ცი­ას და იმის ში­შით, რომ არ და­ე­წა­მე­ბი­ნათ უძ­ლე­ვე­ლი რო­მის კე­ის­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბის შემ­ცი­ლებ­ლის დაც­ვა (ეუბ­ნე­ბო­დენ, იესო თავს ამ­ქვეყ­ნი­ურ მე­ფედ აცხა­დებ­სო), აღარ შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გა მო­თხოვ­ნას - ჯვარს ეც­ვათ იგი.სამ­წუ­ხა­როდ, ვერ­ცერ­თმა ხე­ლი­სუ­ფალ­მა ვერ შე­იც­ნო მას­ში ზე­ცი­უ­რი მე­უ­ფე, სიბ­რძნე და ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, ნა­თე­ლი და სი­ცო­ცხლე, სიყ­ვა­რუ­ლი და უმწვერ­ვა­ლე­სი თავ­მდაბ­ლო­ბა, რად­გან მი­წი­ერ გუ­ლის­თქმებს შედ­გო­მილ­ნი არ ეს­წრა­ფოდ­ნენ ღვთის სა­მარ­თლს და სა­კუ­თარ სი­მარ­თლეს მინ­დო­ბილ­ნი, უფ­ლის სი­მარ­თლეს არ და­ე­მორ­ჩილ­ნენ (შდრ. რომ. 10.3).

  • "ამა­ო­ნი იქ­მნენ თა­ვი­ან­თი ზრახ­ვით, და დაბ­ნელ­და მათი უგო­ნო გული; ბრძენ­კა­ცე­ბად მოჰ­ქონ­დათ თავი, და შლე­გე­ბად იქ­ცნენ“ (რომ. 1.21-22), უსა­მარ­თლო ბრა­ლი დას­დეს მა­ცხო­ვარს და სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნეს თა­ვად სი­მარ­თლეს, სი­ცო­ცხლე­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას.ერთი შე­ხედ­ვით, მი­წი­ერ­მა სა­მარ­თალ­მა გა­ი­მარ­ჯვა და, ადა­მი­ა­ნუ­რი ლო­გი­კით, ჯვარ­ცმის შემ­დეგ იე­სო­სად­მი რწმე­ნა უნდა გა­ნე­ლე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე სა­პი­რის­პი­რო აღ­მოჩ­ნდა.მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა სი­მარ­თლე­სა და უსა­მარ­თლო­ბას, ზე­ცი­ურ და მი­წი­ერ აზ­როვ­ნე­ბას შო­რის დღემ­დე გრძელ­დე­ბა და ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნიც მა­ცხოვ­რი­სა და ბა­რა­ბას მი­მართ კვლავ სას­წორ­ზე დევს, სი­მარ­თლით შე­ნიღ­ბუ­ლი სიც­რუე და ბო­რო­ტე­ბა ვერ ფა­რავს ქრის­ტეს სა­ხა­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას და იგი, ღვთის მად­ლი­თა და ძა­ლით, მთელს მსოფ­ლი­ო­ში კვლა­ვაც ვრცელ­დე­ბა და იქა­და­გე­ბა.* * *მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ზე­მოთ­ქმუ­ლის სუ­ლი­ე­რი მხა­რე:რო­გორც ვი­ცით, შე­მოქ­მე­დი სას­ჯე­ლით გვსჯი­და, როცა ხე­დავ­და რო­გორ ვეფ­ლო­ბო­დით ცოდ­ვა­ში და ვი­ღუ­პე­ბო­დით.

ეს იყო მი­ზე­ზი იმი­სა, რომ წარ­ღვნით აღხო­ცა კაც­თა შო­რის გამ­რავ­ლე­ბუ­ლი ბო­რო­ტე­ბა, ცე­ცხლით დაწ­ვა სო­დო­მი და გო­მო­რი, ბა­ბი­ლო­ნის გოდ­ლის მშე­ნებ­ლო­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი ამ­პარ­ტავ­ნე­ბი­სათ­ვის ბო­რო­ტად შეთ­ქმუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ენა­თა შე­რე­ვით გა­ნა­ცალ­კე­ვა...ამი­ტო­მაც არის აზრი იმის შე­სა­ხე­ბაც, რომ და­ცე­მულ ან­გე­ლო­ზებს ეგო­ნათ, თუ უფა­ლი კაც­თა­გან სა­სიკ­ვდი­ლოდ გა­ი­წი­რე­ბო­და, ღმერ­თი ადა­მის მოდ­გმას სა­მუ­და­მოდ მო­აკ­ლებ­და წყა­ლო­ბას, მისი რის­ხვა იქ­ნე­ბო­და შე­უქ­ცე­ვა­დი და კა­ცობ­რი­ო­ბა მთლი­ა­ნად და სა­ბო­ლო­ოდ ჯო­ჯო­ხე­თის წილ­ხვედ­რი გახ­დე­ბო­და.თუმ­ცა მოვ­ლე­ნე­ბი რე­ა­ლუ­რად რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბო­და, არა თუ მათ, თვით ღვთის ან­გე­ლო­ზებ­მაც არ იცოდ­ნენ.ქმნილ სამ­ყა­როს არ შე­ეძ­ლო წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ ღმერ­თი თა­ვის ჯვარ­ცმას ჩვე­ნი გა­მოხ­სნის ყვე­ლა­ზე დიდ მსხვერ­პლშე­წირ­ვად და ჩვენ­და­მი თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლის ზე­ი­მად აქ­ცევ­და; ჩვენს უგუ­ლის­ხმო­ბას სა­ო­ცა­რი მიმ­ტე­ვებ­ლო­ბით უპა­სუ­ხებ­და და დას­ჯით სწო­რედ დე­მონ­თა სამ­ყა­როს დას­ჯი­და; მათ ძლი­ე­რე­ბას და­ამ­ხობ­და, ჯო­ჯო­ხე­თის ბჭეთ შე­მუს­რავ­და და სიკ­ვდილს გა­ნა­ქარ­ვებ­და."და­ინ­თქა სიკ­ვდი­ლი ძლე­ვით! სადა არს ჯო­ჯო­ხე­თო ძლე­ვაი შენი, სადა არს სიკ­ვდი­ლო სა­წერ­ტე­ლი შენი?!“ (I კორ. 15.55).ამი­ე­რი­დან, მარ­თლმორ­წმუ­ნე­თათ­ვის იმ­ქვეყ­ნად სა­ტან­ჯვე­ლი აღარ არ­სე­ბობს, რად­გან ქრის­ტე­ში და ქრის­ტე­თი ცოდ­ვათ­გან გან­წმენ­დი­ლი მათი სუ­ლე­ბი ღვთის სა­ვა­ნეთ იმ­კვიდ­რე­ბენ და მე­ო­რედ მოს­ვლის შემ­დეგ, სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მით, უხრწნე­ლი სხე­უ­ლის შე­მოს­ვი­თა და ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში დამ­კვიდ­რე­ბით იხა­რე­ბენ.მთე­ლი ახა­ლი აღ­თქმა ცათა სა­სუ­ფევ­ლის­კენ მო­წო­დე­ბაა, რად­გან მისი მო­პო­ვე­ბაა ჩვე­ნი მყო­ფო­ბის არსი და აზრი. აღ­დგო­მი­ლი მა­ცხო­ვა­რიც სწო­რედ ცათა სა­სუ­ფევ­ლის ცოდ­ნას უზი­ა­რებ­და თა­ვის მო­წა­ფე­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით 40 დღის მან­ძილ­ზე, როცა ზე­ცად ამაღ­ლე­ბამ­დე ეცხა­დე­ბო­და მათ და სა­მო­ცი­ქუ­ლო ღვაწ­ლის­თვის ამ­ზა­დებ­და და გა­ნამ­ტკი­ცებ­და.ამის შე­დე­გი იყო ის, რომ მო­ცი­ქუ­ლე­ბი, რო­მელ­თაც დაბ­რკო­ლე­ბი­სა და ში­შის გამო ჯვარ­ცმი­სას მი­ა­ტო­ვეს იესო და სი­ნედ­რი­ო­ნის მიერ წა­ქე­ზე­ბუ­ლი ხალ­ხი­სა და ხე­ლი­სუ­ფალ­თა­გან შეძრწუ­ნე­ბულ­ნი გა­რეთ გას­ვლა­საც ვერ ბე­დავ­დნენ, უხრწნელ სხე­ულ­ში მკვდრე­თით აღ­მდგა­რი მა­ცხოვ­რის არა­ერ­თგზი­სი ხილ­ვი­თა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბით დარ­წმუნ­დნენ, რომ ასე­თი­ვე იქ­ნე­ბო­და სა­ყო­ველ­თაო აღ­დგო­მი­სას ჩვე­ნი სხე­უ­ლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბაც, რომ სიკ­ვდილ­მა ძალა და­კარ­გა და მა­რა­დი­უ­ლი სი­ცო­ცხლი­სა­კენ გაგ­ვეხ­სნა გზა. ამი­ტო­მაც, სრუ­ლი­ად გა­უქ­რათ მი­წი­ერ სხე­ულ­თან გაყ­რის შიში და მათ­ში სიკ­ვდილ­ზე სი­ცო­ცხლის გა­მარ­ჯვე­ბამ იზე­ი­მა.ისი­ნი იმ­დე­ნად გან­მტკიც­დნენ და იმ­დე­ნად გა­ნიბ­რძნენ უფ­ლის სწავ­ლე­ბით, რომ წმინ­და მი­წა­ზეც და მთელ მსოფ­ლი­ო­შიც უშიშ­რად და­ი­წყეს სა­ხა­რე­ბის ქა­და­გე­ბა და მო­წა­მე­ობ­რი­ვი სიკ­ვდი­ლიც სი­ხა­რუ­ლით მი­ი­ღეს.* * *

უფალ­მა, ადა­მის ცოდ­ვის გა­მოს­ყიდ­ვით, თა­ვის მორ­წმუ­ნე­თათ­ვის სი­ნა­ნუ­ლი გა­ხა­და იმ­დე­ნად ცხო­ველსმყო­ფე­ლი, რომ ავა­ზაკს სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბის აღმსა­რებ­ლო­ბი­თა და გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლით მთე­ლი ამ­ქვეყ­ნი­უ­რი ცოდ­ვე­ბი მი­უ­ტე­ვა და სა­მო­თხის კარი გა­უხ­სნა, რი­თაც თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს მოგ­ვცა იმე­დი სი­ნა­ნუ­ლის გზით ცხო­ნე­ბი­სა.ეკ­ლე­სი­ის დიდი მო­ძღვრე­ბი გვას­წავ­ლი­ან იმა­საც, რომ ჩვენს პირ­ველმშობ­ლებს ცოდ­ვა სა­მო­თხე­ში­ვე რომ მო­ე­ნა­ნი­ე­ბი­ნათ, და­ნა­შა­უ­ლი რომ ერ­თმა­ნე­თი­სა და მაც­დუ­რი­სათ­ვის არ გა­და­ებ­რა­ლე­ბი­ნათ, არა­მედ თა­ვი­ან­თი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა და ურ­ჩო­ბა უფ­ლის წი­ნა­შე გულ­წრფე­ლად ეღი­ა­რე­ბი­ნათ, აღარ და­ის­ჯე­ბოდ­ნენ.ღვთის წი­ნა­შე შენ­დო­ბა რომ ეთხო­ვა და ღა­ლა­ტის გამო შე­სა­ტყვი­სი სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ევ­ლი­ნა, თვით იუ­დაც, პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის მსგავ­სად, შე­წყა­ლე­ბას მი­ი­ღებ­და, მაგ­რამ იგი, სი­ნა­ნუ­ლის ნაც­ვლად, სა­სო­წარ­კვე­თი­ლე­ბამ მო­იც­ვა, რაც მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო აღ­მოჩ­ნდა.გახ­სოვ­დეთ, რაც არ უნდა დიდი იყოს თქვე­ნი ცოდ­ვე­ბი, იმე­დი არ და­კარ­გოთ და სი­ნა­ნუ­ლის მად­ლით და­უბ­რუნ­დით ქრის­ტეს! ზე­ცი­ურ მკურ­ნალს არა ჰყავს უკურ­ნე­ბე­ლი სნე­ულ­ნი, რად­გან მისი მო­წყა­ლე­ბა და შე­წევ­ნის ძალა უნა­პი­როა;

ოღონდ უფალს გულ­მოდ­გი­ნე­ბა და ნა­ყო­ფი სი­ნა­ნუ­ლი­სა უნდა ვუჩ­ვე­ნოთ. ადა­მი­ანს ღუ­პავს არა ჩა­დე­ნილ ცოდ­ვა­თა სიმ­რავ­ლე, არა­მედ მათი მო­უ­ნა­ნი­ებ­ლო­ბა, გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი და გა­სას­ტი­კე­ბუ­ლი გული.* * *წი­ნა­სა­აღ­დგო­მო მარ­ხვას ეკ­ლე­სია რო­გორც შე­მოქ­მე­დის, ასე­ვე მოყ­ვა­სის მი­მართ სი­ნა­ნუ­ლი­სა და შენ­დო­ბის მო­წო­დე­ბით იმი­ტომ იწყებს, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა წე­სად გვექ­ცეს, სუ­ლი­ე­რი წყლუ­ლე­ბი მო­ვი­შუ­შოთ და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა­ნი აღ­მოვ­ფხრათ, რათა ჩვენ­ში და ჩვენს გარ­შე­მო არ­სე­ბულ გა­რე­მო­ში მოხ­დეს საღვთო წი­ა­ღის­კენ მიბ­რუ­ნე­ბა, - ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რულ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

ბოლო პე­რი­ოდ­შიც და, სამ­წუ­ხა­როდ, წელ­საც პო­ლი­ტი­კურ­მა პრო­ცე­სებ­მა ხალ­ხში ისე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­მო­ი­ტა­ნა, რომ, რო­გორც მძი­მე მარ­ხვის გან­ცდა, ისე სა­აღ­დგო­მო სი­ხა­რუ­ლის გან­წყო­ბა, ბევრში გა­ნელ­და.

  • მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და რთუ­ლი ვი­თა­რე­ბი­სა, ჩვენ უნდა გვა­ერ­თი­ა­ნებ­დეს სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი და, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შეგ­ვეძ­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლას მო­გი­წო­დებთ, დღეს, შე­საძ­ლებ­ლო­ბი­სა­მებრ, ავ­მაღ­ლდეთ სუ­ლი­ე­რად, მი­ვე­ცეთ აღ­დგო­მის დღე­სას­წა­უ­ლის სი­ხა­რულს და სა­გა­ლობ­ლე­ბით შე­ვე­გე­ბოთ მა­ცხო­ვარს; გა­ვერ­თი­ან­დეთ ქრის­ტე­ში და ერ­თად შევ­თხო­ვოთ მას კე­თილ­დღე­ო­ბა და მშვი­დო­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ისე უკ­რა­ი­ნის, ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის.

უფა­ლი თა­ვის­კენ უხ­მობს მწუ­ხა­რეთ, სი­მარ­თლის მწყურ­ვალთ, მო­წყა­ლეთ, მშვი­დო­ბის­მყო­ფელთ, გუ­ლით წმინ­დანთ და რწმე­ნა­ში მტკი­ცეთ; მათ, რო­მელ­ნიც არ ბრკოლ­დე­ბი­ან ცი­ლის­წა­მე­ბით, უსა­მარ­თლო დევ­ნი­თა და დამ­ცი­რე­ბით და სჯე­რათ, რომ, რო­გორც გან­ვლო სი­ნა­ნუ­ლი­სა და მარ­ხვის დღე­ებ­მა, ასე გა­ივ­ლის წუ­თი­სოფ­ლის გან­საც­დე­ლე­ბიც და სი­მარ­თლე აუ­ცი­ლებ­ლად იზე­ი­მებს, ვი­თარ­ცა იზე­ი­მა ქრის­ტეს აღ­დგო­მამ.

ამის დას­ტუ­რია თუნ­დაც ის ფაქ­ტი, რომ მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცია თა­ვის ჟამ­თა სვლას და მოვ­ლე­ნებს ორ ძი­რი­თად ნა­წი­ლად ყოფს, - ქრის­ტემ­დე და ქრის­ტეს შემ­დეგ წელ­თაღ­რი­ცხვით, რად­გან 2000 წლის მან­ძილ­ზე სწო­რედ მას უკავ­შირ­დე­ბა უდი­დე­სი სუ­ლი­ერ-კულ­ტუ­რუ­ლი და სა­კა­ცობ­რიო ცვლი­ლე­ბე­ბი და ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­აც ხა­რობს წმინ­და მა­მა­თა და დე­და­თა და თა­ვის სხვა ღირ­სე­ულ შვილ­თა სიმ­რავ­ლით.

დღეს ჩვენ­თან ერ­თად უფ­ლის აღ­დგო­მას ზე­ი­მო­ბენ ჩვე­ნი გარ­დაც­ვლი­ლი ახ­ლობ­ლე­ბი და წი­ნაპ­რე­ბიც, ჭეშ­მა­რი­ტი რწმე­ნით აღ­სრუ­ლე­ბულ­ნი; დღეს ერ­თი­ან­დე­ბა ცა და მიწა, დრო და მა­რა­დი­უ­ლო­ბა, რაც მთე­ლი არ­სე­ბით შეგ­ვაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ ქრის­ტეა გან­მსა­ზღვრე­ლი მთე­ლი სამ­ყა­როს აწ­მყო­სი, წარ­სუ­ლი­სა და მო­მავ­ლი­სა; რომ იე­სოა სი­ცო­ცხლე და ერ­თა­დერ­თი წყა­რო სი­ცო­ცხლი­სა მათ­თვის, რო­მელ­ნიც შე­უდ­გე­ბი­ან - გა­ნურ­ჩევ­ლად ეროვ­ნე­ბი­სა, სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ასა­კი­სა.მაშ, ყვე­ლამ გუ­ლით აღ­მოვ­თქვათ: ქრის­ტე აღ­დგა! ჭეშ­მა­რი­ტად აღ­დგა! აღ­დგო­მილ­მა მა­ცხო­ვარ­მა და­ლო­ცოს თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო, ამინ!

სიყ­ვა­რუ­ლით მუ­დამ თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი, ილია II

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს­კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი­აღ­დგო­მა ქრის­ტე­სი,თბი­ლი­სი, 2024 წელი

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა