ENews.Ge ახალი ამბები

"შვილებთან ერთად მაგრად ვერთობი. ამაზე დიდი ფუფუნება სამყაროში არ არსებობს!.." - ულამაზესი მეუღლე, შვილები და გატაცება მოტოციკლეტებით: როგორ ცხოვრობს დღეს დიტო ქისიშვილი?



წლე­ბის წინ დიტო ქი­სიშ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა - "თუ­შუ­რი" ამ ბოლო დროს ისევ პო­პუ­ლა­რო­ბის პიკ­შია. ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა­ზე დიტო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უარს ამ­ბობ­და, თუმ­ცა ახლა კვლავ სი­ა­მოვ­ნე­ბით ას­რუ­ლებს, ამის მი­ზეზ­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზეც თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა...

- დიტო, რო­გორ ხართ?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად, პო­ზი­ტი­უ­რად, ამა­ყად...

- თქვე­ნი გან­წყო­ბა იმ ფაქ­ტმაც ხომ არ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ თქვე­ნი, რო­გორც თა­ვად უწო­დებთ ხოლ­მე, "მი­ძი­ნე­ბუ­ლი" სიმ­ღე­რა - "თუ­შუ­რი" კვლავ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და?

- სა­ერ­თოდ, ისე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს, რომ პო­ზი­ტი­ურ გან­წყო­ბას ყო­ველ­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­ნარ­ჩუ­ნებ, თუმ­ცა - კი, ამ ამ­ბავ­მაც დიდი როლი ითა­მა­შა. ეს სიმ­ღე­რა პირ­ვე­ლად 2006 წელს შე­ვას­რუ­ლე. მას მერე, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, სხვა ჟან­რის სიმ­ღე­რებ­საც ვმღე­რო­დი, თუმ­ცა ყველ­გან "თუ­შურს" ითხოვ­დნენ - ყვე­ლას ძა­ლი­ან მოს­წონ­და. იმ­დენ­ჯერ მქონ­და უკვე ნამ­ღე­რი, რომ ერთი და იგი­ვე გბეზ­რდე­ბა. ამი­ტომ თა­ვად­ვე ვი­ყა­ვი ინი­ცი­ა­ტო­რი, რომ ეს სიმ­ღე­რა "ჩა­მე­კე­ცა". ალ­ბათ, 8-10 წე­ლია აღარ შე­მის­რუ­ლე­ბია, თუმ­ცა ინ­ტერ­ნეტ­ში იყო, რა­დი­ო­სივ­რცე­ში დღემ­დე "ტრი­ა­ლებს", მაგ­რამ როცა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი­დან მი­რე­კავ­დნენ და ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას მთხოვ­დნენ, ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ­დი, რად­გან ბევ­რი სხვა ახა­ლი სიმ­ღე­რა მქონ­და. მა­გა­ლი­თად, ოსურ სიმ­ღე­რებს ვას­რუ­ლებ, ასე­ვე - ქურ­თულს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნულს... ახლა კი­დევ ერთ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ - სომ­ხუ­რი სიმ­ღე­რე­ბის ციკ­ლი უნდა გა­მო­ვუშ­ვა. მოკ­ლედ, ვცდი­ლობ­დი, ახა­ლი სიმ­ღე­რე­ბის­თვის მი­მექ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, მაგ­რამ "ტი­კტოკ­ზე" ქე­თამ რომ იხუმ­რა - ხევ­სურ ვაჟ­კაცს უნდა გავ­ყვე ცო­ლად, აი­ვან­ზე უნდა და­ვი­ძი­ნო, იქ­ნებ მო­მი­ტა­ცო­სო და თა­ვის ამ ხუმ­რო­ბას ფო­ნად ჩემი სიმ­ღე­რის ბოლო ნა­წი­ლი ("აიმ მთა­ზე­და ყორ­ნე­ბი"...) "და­ა­დო", ამან დიდი ამ­ბა­ვი გა­მო­იწ­ვია - ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­კორ­დი მოხ­სნა: ამე­რი­კა­ში ქე­თას გამ­გზავ­რე­ბამ­დე, 96 მი­ლი­ო­ნი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი "ნახ­ვა" ჰქონ­და, ხოლო ამ სიმ­ღე­რა­ზე 4-მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვა­რი ვი­დეო იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. კო­მენ­ტა­რებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ... თა­ვად "ტი­კტო­კის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი: გვერ­დი ჩემ­მა უფ­როს­მა გო­გო­ნამ გა­მი­კე­თა, სა­დაც "კო­ვი­დის" პე­რი­ოდ­ში, ჩემი კლი­პი - "თბი­ლი­სი და თბი­ლი­სე­ლე­ბი" გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე. რად­გან არ ვაქ­ტი­უ­რობ­დი, ვი­დე­ოს 10 "ნახ­ვა" და 2 კო­მენ­ტა­რი ჰქონ­და (იცი­ნის). გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ვლა­დი­კავ­კაზ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც ოსუ­რი სიმ­ღე­რე­ბი შე­ვას­რუ­ლე. იქ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნეს და როცა თბი­ლის­ში დავ­ბრუნ­დი, ჩემ­მა გო­გო­ნამ მი­თხრა, - "ტი­კტოკ­ზე" შენი ვი­დეო "დავ­დო­თო". ღა­მის 12-ის ნა­ხე­ვარ­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, დი­ლით კი და­ახ­ლო­ე­ბით 400 ათა­სი "ნახ­ვა" ჰქონ­და, პლუს - 4000-მდე კო­მენ­ტა­რი. სა­ღა­მოს მე­ო­რე ოსუ­რი სიმ­ღე­რის ვი­დე­ოც გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, მა­საც ანა­ლო­გი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა... სა­ვა­რა­უ­დოდ, ქე­თამ ეს ნახა, მერე კი თა­ვი­სი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც ჩემი სიმ­ღე­რა "და­ა­დო"... "ნახ­ვე­ბის" რა­ო­დე­ნო­ბა დღემ­დე იზ­რდე­ბა - "თუ­შურს" უკვე 103 მი­ლი­ო­ნი "ნახ­ვა" ჰქო­ნია, კო­მენ­ტა­რე­ბიც ემა­ტე­ბა...

- ანუ სხვა გზა არ და­გი­ტო­ვეს და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში "თუ­შურს" კვლავ ას­რუ­ლებთ, არა?

- როცა სიმ­ღე­რას ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს, უა­რის თქმა არ შე­იძ­ლე­ბა. სა­ერ­თოდ, მსმე­ნე­ლე­ბის­თვის თა­ვის მო­ბეზ­რე­ბა და ზედ­მე­ტი პო­პუ­ლიზ­მი არ მიყ­ვარს. როცა რა­ღაც დიდ ამ­ბავ­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბი, მერე მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, რომ ცოტა ხნით ხალ­ხს თავი მი­ვა­ვი­წყო. რა თქმა უნდა, ამ პე­რი­ოდ­ში რამე კარ­გის გა­კე­თე­ბას ვცდი­ლობ, რაც ჩემი ხე­ლახ­ლა გა­მო­ჩე­ნით მსმე­ნე­ლი­სა და მა­ყუ­რებ­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა