ENews.Ge ახალი ამბები

სპეცოპერაციის დროს კაცი ცუდად გახდა, შემდეგ კი გარდაიცვალა

სპეცოპერაციის დროს, გორში, ოჯახის წევრი ცუდად გახდა. შემდეგ კი – გარდაიცვალა. როგორც ,,ქართლის ამბებს” აცნობეს, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი ცუდად, შვილის დაკავების მცდელობის დროს, გახდა.

შემთხვევა 3 დღის წინ გორში მოხდა.
 შს სამინისტროს ცნობით, მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება სპეცოპერაციას, პრესსამსახურის ცნობით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება, თუმცა რომელი მუხლით, უცნობია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა