ENews.Ge ახალი ამბები

რუსთავში 16 წლის მოზარდი დაჭრეს

 შემთხვევა გვიან ღამით, რუსთავი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დანით მიყენებული დაზიანებებით, არასრულწლოვანი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედია ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაჭრას წინ უძღოდა რამდენიმე პირს შორის კამათი და დაპირისპირება. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავეც არასრულწლოვანია და ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა