ENews.Ge ახალი ამბები

გავრცელებული ინფორმაციით და-ძმის ცხედრები იპოვეს.



აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს.

ჩვენი ინფორმაციით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი. შემთხვევა გუშინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ფაქტი საეჭვო გარემოებებს შეიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა