ENews.Ge ახალი ამბები

დედამ სახლის ეზოში მდებარე სათავსოში გარდაცვლილი შვილი იპოვა.



გურჯაანის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ კალაურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 46 წლის მამაკაცს საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე სათავსოში დედამ მიაკვლია, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა.

რა გახდა გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა