ENews.Ge ახალი ამბები

ჟინვალი-ანანურის გზაზე, სადაც გუშინ ავარია მოხდა, მოძრაობა დროებით აიკრძალება - გზების დეპარტამენტის განცხადება



ჟინვალი-ანანურის გზაზე, სადაც გუშინ ავარია მოხდა, მოძრაობა ისევ აიკრძალება,  - ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მძღოლებს აფრთხილებს.

„მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 31-ე კილომეტრზე (ჟინვალი-ანანურის მონაკვეთზე) მიმდინარე წლის 28 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაგეგმილი სამუშაოების გამო, კერძოდ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატვირთო ავტომობილის მიმდებარე ტერიტორიიდან გადატანის მიზნით, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, დროებით აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 იანვარს, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.  

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა