ENews.Ge ახალი ამბები

სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა: არიან დაღუპულები და დაშავებულები



თურქეთის სამხრეთით, ანტალიის პროვინციაში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სამგზავრო ავტობუსი გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა. 

დაიღუპა რვა და დაშავდა 26 ადამიანი, მათგან რამდენიმე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

გამოძიების პირველადი ვერსიით, სატრანსპორტო საშუალება გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა. მძღოლმა მოსახვევში შესვლა ვერ შეძლო და ფერდობზე დაგორდა

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა