ENews.Ge ახალი ამბები

„მოკლული 25 წლის იყო...“ - გარდაბანში მომხდარი დანაშაულის დეტალები



ქვემო ქართლში მომხდარ სასტიკ დანაშაულზე, ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

40 წლამდე კაცმა, 25 წლის ცოლს სასიკვდილო ჭრილობები გარდაბნის ცენტრში, ცივი იარაღით მიაყენა. ქალი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი ყოფით საკითხზე, ავეჯის მაღაზიაში დაიწყო.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ბრალდებული თავად ჩაბარდა პოლიციას. დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა