ENews.Ge ახალი ამბები

"ეს არ იყო ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება..." - მარიამ შუკაკიძე 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლესთან დაშორებაზე პირველ კომენტარს აკეთებს:



ქარ­თუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი სახე, მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძე, რომ­ლის ყო­ველ ნა­ბიჯს 7 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებს თვალს, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. თუმ­ცა, ამ­ჯე­რად საქ­მე მის გლა­მუ­რულ ცხოვ­რე­ბას კი არა, პი­რად დრა­მას ეხე­ბა. ხან­გრძლი­ვი დუ­მი­ლი­სა და უამ­რა­ვი კი­თხვის შემ­დეგ, ინფლუ­ენ­სერ­მა და­ა­დას­ტუ­რა ის, რა­ზეც კუ­ლუ­ა­რებ­ში დიდი ხა­ნია სა­უბ­რობ­დნენ - ის და და­ვით ბოლ­ქვა­ძე ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

  • მა­რი­ა­მი ღიად სა­უბ­რობს იმ სირ­თუ­ლე­ებ­ზე, რაც 8-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბას ახ­ლავს. მი­უ­ხე­და­ვად ათას­გვა­რი ვერ­სი­ი­სა, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და, ის მა­ინც ინარ­ჩუ­ნებს სიმ­შვი­დეს და აცხა­დებს, რომ ოჯა­ხუ­რი კრი­ზი­სის რე­ა­ლურ მი­ზეზს "ფარ­და არას­დროს აეხ­დე­ბა“.

"მი­ზეზს თქვენ ვე­რას­დროს გა­ი­გებთ. უამ­რა­ვი ჭორი გავ­რცელ­და, მაგ­რამ სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუ ვინ­მე სა­ნა­ხა­ო­ბას ან სკან­დალს ელო­დე­ბა, არ­ცერ­თი მხრი­დან არ იქ­ნე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. ვფიქ­რობ, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის, სა­უ­კე­თე­სო მშობ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით.

არ მგო­ნია, ასეთ სა­კი­თხზე ვინ­მე ხუმ­რობ­დეს. ურ­თუ­ლე­სია მსგავ­სი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ძა­ლი­ან დიდი დრო და და­ფიქ­რე­ბა სჭირ­დე­ბა. მარ­ტი­ვი არ არის 8-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ერთ დღე­ში და­ას­რუ­ლო.

თუმ­ცა არა­ვინ იცის, რე­ა­ლუ­რად რა პრობ­ლე­მე­ბია ოჯა­ხებ­ში, ამა­ზე ღიად არა­ვინ სა­უბ­რობს. არც ახლა ვა­პი­რებ­დი გა­სა­ჯა­რო­ე­ბას. ჩვენ­მა ახ­ლობ­ლებ­მა ისე­დაც იცოდ­ნენ, თუმ­ცა არ იქ­ნე­ბო­და ლა­მა­ზი, როცა ამ­ხე­ლა აუ­დი­ტო­რია მყავს, არა­ფერს ვუ­ზი­ა­რებ­დე," - წერს მა­რი­ა­მი.

  • ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით Ambebi.ge მა­რი­ამ შუ­კა­კი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. გთა­ვა­ზობთ მის ექ­სკლუ­ზი­ურ კო­მენ­ტარს:

"ბევ­რს ვფიქ­რობ­დი, რო­გორ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა ხალ­ხის­თვის ეს ამ­ბა­ვი. როცა უკვე გა­დავ­ლა­ხე და მზად ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­აქ­ცი­ის­თვის, მა­შინ გავ­ბე­დე თქმა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სულ სხვა რა­მეს ვე­ლო­დი, მაგ­რამ უფრო მეტი მხარ­ში დგო­მა და გამ­ხნე­ვე­ბა მი­ვი­ღე.

იყო ისე­თი კო­მენ­ტა­რე­ბიც, ასე ერთ დღე­ში რო­გორ შორ­დე­ბი­ა­ნო, მაგ­რამ ეს არ იყო ერთ დღე­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა.

ვინც თვალს ხში­რად მა­დევ­ნებს, ისი­ნი უფრო ადრე ხვდე­ბოდ­ნენ და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, რა­ტომ აღარ ვჩან­დით ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სამ­წუ­ხა­როდ, არ მსურს დე­ტა­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი.“

წყარო

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა