რატომ მიიყენა თვითდაზიანებები მედიკოსმა – ახალი დეტალები ხდება ცნობილი
კლინიკა “უნიქალ მედის” დასაქმებულმა ახალგაზრდა მედიკოსმა თვითმკვლელობა საავადმყოფოში სცადა. თვითდაზიანებები ქალმა სამუშაო პროცესის დროს მიიყენა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების სიმძიმიდან გამომდინარე, ექიმს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
რატომ მიიყენა ქალმა თვითდაზიანებები? – კლინიკაში დასაქმებულები ყვებიან, რომ რადიკალურ ქმედებას წინ დირექტორ კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა. მათი თქმით, ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ექიმსა და დირექტორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კლინიკის პერსონალის ნაწილი ამტკიცებს, რომ უკვე რამდენიმე თვეა დირექციის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და ტერორს განიცდიან.
საგამოძიებო მოქმედებები კლინიკის შიდა და გარე პერიმეტრზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსპერტ-კრიმინალისტებმა კლინიკა “უნიქალ მედში” დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაც, რომლითაც ახალგაზრდა ქალმა თვითდაზიანებები მიყენა.
კლინიკის პერსონალთა ბრალდებებს დღის ბოლოს ბრალდებების მთავრმა ადრესატმა, კლინიკის დირექტორმა, კახა ნურალიძემ უპასუხა. ნურალიძე ამტკიცებს, რომ თანამშრომლებმა მის წინაღმდეგ დაგეგემილი პროვოკაცია მოაწყვეს.











