ENews.Ge ახალი ამბები

14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 პირი დააკავეს



14 წელს მიუღწეველი ორი გოგონას მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ს.ჭ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული 2015 და 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვან გოგონებს ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით დაუკავშირდა და ინტიმური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.

“კომუნიკაციის პერიოდში, ბრალდებულმა გოგონებს ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუგზავნა საკუთარ ფოტოსთან ერთად, ხოლო მათგან პასუხად ანალოგიური ხასიათის ფოტო-ვიდეო მასალის გადაგზავნა მოითხოვა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მომხდარიდან მალევე დაადგინეს დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ბრალდებულის სახით დააკავეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, საიდანაც ის 14 წელს მიუღწეველ გოგონებს სოციალურ ქსელში ეკონტაქტებოდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა