ENews.Ge ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს



საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას 16-17 თებერვალს სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

აღნიშნული მოწოდება უკავშირდება 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირებას ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები.

„გვსურს მოსახლეობას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს, თბილისში, მდინარე მტკვარში გაუჩინარებული პიროვნების ძებნა-შველის ღონისძიებების ფარგლებში, 16 და 17 თებერვალს, დაგეგმილია ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნურად შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც ზემოთხსენებულ ტერიტორიაზე გამოიწვევს წყლის დონის ეტაპობრივ მატებას.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ხიდიდან რუსთავის მიმართულებით კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებისგან.

ღონისძიებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-მდე მეხანძრე-მაშველი იქნება ჩართული. ასევე, მყვინთავთა ჯგუფები, წყლის საშუალებები და საფრენი აპარატები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა