ENews.Ge ახალი ამბები

ქობულეთის ერთ-ერთ სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა



ქობულეთის ერთ-ერთ სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა | ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. სავარაუდო მიზეზი ბულინგია.
გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.
ამავე ცნობით, მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მთავარი შეგნებულად არ ასაჯაროებს სკოლისა და მოსწავლის ვინაობას.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა