ENews.Ge ახალი ამბები

ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა



ოზურგეთში ავტომობილის აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა მაშინ აფეთქდა, როცა მამაკაცი მასში ჯდებოდა. 

აფეთქების შედეგად მამაკაცი დაშავდა და ოზურგეთის „მედალფას“ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა