ENews.Ge ახალი ამბები

“ნაცნობს ავტომობილით განზრახ დაეჯახა” – რა მოხდა თელავში?



ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­სა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის კა­ხე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დ.ვ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. 

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თე­ლავ­ში, ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყო­ფი ბრალ­დე­ბუ­ლი მისი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით, კონ­ფლიქ­ტის ნი­ა­დაგ­ზე, ნაც­ნობს – 1993 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ა.-ს გან­ზრახ შე­ე­ჯა­ხა, რის შემ­დე­გაც ავ­ტო­მო­ბი­ლით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი და­ტო­ვა.

“შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის მიზ­ნით კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ბრალ­დე­ბუ­ლი თე­ლა­ვი-ყვარ­ლის და­მა­კავ­ში­რე­ბელ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მიმ­დე­ბა­რედ, მი­მალ­ვის მცდე­ლო­ბი­სას ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 117-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც 7 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა