საშინელება: მანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა – დაღუპულია 3 მგზავრი, მათ შორის არასრულწოვანი
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.
ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლმოკიდებული ავტომანქანიდან გადმოსვლა შეძლო ორმა ადამიანმა, სამმა კი ვერ მოასწრო.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების,სამაშველო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები.
ინტერპრესნიუსი











