ENews.Ge ახალი ამბები

რა ინფორმაცია ვრცელდება გურჯაანში დაღუპულ ბავშვებზე



ავ­ტო­ა­ვა­რი­ას გურ­ჯა­ან­ში სამი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, რო­მელ­თა შო­რის 2 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა სო­ფელ მე­ლა­ან­ში გვი­ან ღა­მით მოხ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, “ჰონ­დას” მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა, რო­მელ­შიც 5 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და ამობ­რუნ­და და ცე­ცხლი გა­უჩ­ნდა. ცე­ცხლმო­კი­დე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვლა შეძ­ლო ორმა ადა­მი­ან­მა, სამი კი და­იწ­ვა. მათ შო­რის ერთი ბიჭი და ორი გოგო.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის, სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის და პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟე­ბი.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. მო­ზარ­დე­ბი სო­ფელ­ში არ­სე­ბულ სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში წა­ვიდ­ნენ და იქი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი ღა­მით, ეზოს სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვარ­დნენ.

“დიდი ტრა­გე­დი­აა. ვი­ცით, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი და ასე­ვე მათი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სულ 5 ახალ­გაზ­რდა.

გზი­დან გა­და­ვარ­დნი­ლა ავ­ტო­მან­ქა­ნა და აფეთ­ქდა. ამ­ბო­ბენ რომ სა­ჭეს­თან 14 წლის არას­რულ­წლო­ვა­ნი იჯ­დაო. ზოგ­მა მო­ას­წრო გად­მოს­ვლა, თუმ­ცა სამი მათ­გა­ნი და­იწ­ვა.

გვი­ჭირს რა­მის თქმა, რად­გან ისე­თი ტრა­გე­დია რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც გა­უ­ჭირ­დათ”, – ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

მა­თი­ვე თქმით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 2 ბიჭი (დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბი) და მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა. Ambebi.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან საბა წნო­რი­აშ­ვი­ლი, მე­რა­ბი­კო სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი და მათი ბი­ძაშ­ვი­ლი გო­გო­ნა.

გურჯაანში დატრიალებულ ტრაგედიას გურჯაანის წმ. სამების საკათედრო ტაძარი ეხმაურება.

ჩვენი ტაძრის მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ სოფ. მელაანში მომხდარ ავარიაში ტრაგიკულად გარდაცვლილი ახალგაზრდების (ორი ახალგაზრდა სტიქაროსანია) ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სოფელს და ჩვენს რაიონს. ღმერთმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველი სადაცა მართალნი განისვენებენ.

(საბა, მერაბი, გვანცა)

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა