უბედური შემთხვევა ბათუმში – საწარმოში ახალგაზრდა კაცი დაიღუპა
ბათუმში ერთ-ერთ საწარმოში მომხდარი შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცს სამუშაოების შესრულების დროს, სავარაუდოდ, თავში მინა დაეცა, მიღებული დაზიანებების შედეგად კი ადგილზე დაიღუპა. დაღუპული ქობულეთიდან იყო და ბათუმში მუშაობდა.
როგორც „პრაიმტაიმს“ სინაგან საქმეტა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.











