პროგნოზი რეგიონების მიხედვით-საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება
სინოპტიკოს თამარ პაპაშვილის განცხადებით, ხვალიდან საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. ქვეყნის ტერიტორიაზე ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
პროგნოზი რეგიონების მიხედვით:· დასავლეთ საქართველო: ხვალიდან წვიმაა მოსალოდნელი უმეტეს რაიონში. ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად დაიწევს.
- აღმოსავლეთ საქართველო: თავდაპირველად ნალექი შიდა ქართლსა და მთიან რეგიონებში დაფიქსირდება. თუმცა, 27 თებერვლიდან ამინდი მკვეთრად შეიცვლება - მოსალოდნელია შერეული ნალექი: წვიმა, თოვლჭყაპი და თოვლი.
- მთიანი რეგიონები: მაღალმთიან ზონაში მოთოვს, ზოგან კი თოვლი ბარშიც არის მოსალოდნელი.
ვითარება დედაქალაქში: თბილისში ამინდის გაუარესებას 27 თებერვალს ველოდებით. სინოპტიკოსის პროგნოზით, დედაქალაქში მთელი დღის განმავლობაში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
ნალექიანი ამინდი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში 27 თებერვლის ღამის საათებშიც გაგრძელდება. თუმცა, 28-ში დღის განმავლობაში ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და ზოგიერთ რაიონში გამოიდარებს კიდეც.











