პირველი კადრები ამ დილით მომხდარი საშინელი ავარიის ადგილიდან – გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან, პოლიციას გზა გადაკეტილი აქვს…
ქობულეთში, ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა – ერთი. შემთხვევა შემოვლით გზაზე დილით ადრე მოხდა. ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.
გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც ავარიის დროს ავტობუსში იმყოფებოდნენ. დაშავებულია სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ის კლინიკაშია გადაყვანილი. დაშავებული მამაკაცი აზერბაიჯანის მოქალაქეა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ქობულეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარის გამო ქობულეთის შემოვლითი გზის ნაწილი საპატრულო ეკიპაჟებს დროებით გადაკეტილი აქვთ და გადაადგილება ავტომობილებს ძველი გზით უწევთ.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.












