“სხეულის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში დატოვების ბრალდებით სამი პირია დაკავებული”- რა ინფორმაცია ვრცელდება
სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, სხეულის ამპუტირებული ნაწილების ღიამიტოვებულ შენობაში დატოვების ბრალდებით, 3 პირია დაკავებული – ინფორმაციას “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
სამივე მათგანს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება – საუბარია 288-ე მუხლზე, რომელიც გარემოსათვის საშიში ნივთიერებისადმი ან ნარჩენისადმი მოპყრობის წესის დარღვევას გულისხმობს.
უწყება ამბობს, რომ ბრალდებულები რამდენიმე კვირის წინ დააკავეს.
ინფორმაცია, რომ სხეულის ამპუტირებული ნაწილები სამტრედიაში ერთ-ერთ მიოვებულ შენობაში ეყარა, TV პირველის რედაქციამ სოფელ მელაურიდან მიიღო.
ადგილობრივები შიშობენ, რომ შესაძლოა, სოფელში ეპიდემია გავრცელდეს, რადგან მათი მონაყოლიდან ირკვევა, რომ უკვე ერთ თვეზე მეტია, კლინიკებიდან გამოტანილი სხეულის ნაწილები ძველი ფერმის დანგრეულ შენობაში მიაქვთ და იქ პარკებში შეფუთულს ტოვებენ.











