მზია ამაღლობელის საქმის მთავარ ფიგურანტი ახალ სკანდალშია – დგებუაძე სასტიკ ანგარიშსწორებაში ამხილეს
მკვლელობის საქმის მოწმე, სასტიკ ანგარიშსწორებაში ირაკლი დგებუაძეს და ბათუმის პოლიციის თანამშრომლებს ამხელს. ჯემალ ზანდარაძემ მოსამართლის წინაშე მოყვა, სასურველი ჩვენების მისაღებად, როგორ ურტყამდნენ პოლიციელები თავში მუშტებს გამეტებით. ბათუმის პოლიციის განყოფილებაში სასტიკად ნაცემი კაცი “პირველებთან” ინტერვიუში ყვება, რომ ანგარიშსწორების შემდეგ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები შეექმნა.
ჯემალ ზანდარაძემ ირაკლი დგებუაძის მამხილებელი ჩვენება იმ მოსამართლის წინაშე მისცა, ვინც დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელი ციხეში 2 წლით გაუშვა.
მამხილებელი ჩვენების მიუხედავად, ამ დრომდე თანამდებობაზე რჩება ირაკლი დგებუაძე. ბათუმის პოლიციის ექს შეფი ახალა კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია. გამოკითხა თუ არა გამოძიებამ, უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე არაერთ სკანდალში გახვეული პოლიციელი, უცნობია.











