21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
უნდა მოერიდოთ. ამან შეიძლება ისეთ გაუგებრობაში ჩაგითრიოთ, რომ საქმე პოლიციამდე ან სასამართლომდეც კი მივიდეს. თუ თავს არ გადაიტვირთავთ, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, ამიტომ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებებს ნუ აიღებთ.
სასწორი
ურთიერთობაში დამოუკიდებლობასა და სიახლოვეს შორის წონასწორობის პოვნა უმნიშვნელოვანესია. ეცადეთ, როგორც პარტნიორს, ისე საკუთარ ინტერესებს დრო თანაბრად დაუთმოთ. სამსახურში შეიძლება წარმოიშვას პრობლემა, რომელიც სასწრაფო გადაჭრას მოითხოვს. საჭიროების შემთხვევაში კოლეგებისთვის დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ, თუმცა ფრთხილად იყავით, „თხელ ყინულზე სიარული მოგიწევთ“. დღევანდელი დღე იდეალურია ძველი საქმეების დასასრულებლად. თუ მოინდომებთ, ეკონომიკური მდგომარეობის განმტკიცებას და სამომავლო წარმატებისთვის მყარი საძირკვლის ჩაყრას შეძლებთ. თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაღლილობამ შეიძლება დეპრესია გამოიწვიოს.
მორიელი
ურთიერთგაგება თქვენი წყვილის ჰარმონიული ურთიერთობის გასაღები გახდება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე სირთულეები – ძველი წყენის გამო ნათესავებთან ურთიერთობაში შესაძლოა გაუგებრობამ თავი იჩინოს. ასტროლოგები გირჩევენ, საოჯახო საქმეებს მეტი დრო დაუთმოთ, რადგან ბოლოდროინდელი პრობლემების უმეტესობა სწორედ ამ სფეროში გამოჩენილმა უყურადღებობამ გამოიწვია. დღეს თითქმის ყველა საქმე ფინანსებს უკავშირდება: მოგიწევთ ვალების გასტუმრება ან ახალი სესხის აღება, შემოსავლის ახალი წყაროს ძიება და ახლობლების მატერიალური დახმარება. ვარსკვლავები მიგვანიშნებენ, რომ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ – თქვენი გადატვირთული გრაფიკი, სავარაუდოდ, სრულფასოვანი დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.
მშვილდოსანი
თქვენს თითოეულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება, განსაკუთრებით უახლოეს დღეებში, როდესაც თქვენს ენერგეტიკას იუპიტერი გააძლიერებს. არსებობს რისკი, რომ საყვარელ ადამიანს უნებლიედ გული ატკინოთ. ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ? – გამოიყენეთ ეს ხელსაყრელი პერიოდი კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ დონეზე ასაყვანად. სხვის აზრს ნუ დაეყრდნობით – ის მცდარია. საკუთარ გეგმებზე ხმამაღლა საუბარსაც ნუ იჩქარებთ, რათა არაკეთილმოსურნეების ყურადღება არ მიიპყროთ. თქვენი ფიქრები და ემოციები პირდაპირ ჯანმრთელობაზე აისახება, ამიტომ პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ და შინაგანი ბალანსის შესანარჩუნებლად სტრესის მართვის ხერხებს მიმართეთ.
თხის რქა
მარსი სატურნის მიმართ ტრინის ასპექტს ქმნის, რაც სასიყვარულო განწყობას ხელს არ უწყობს, ამიტომ სჯობს რომანტიკული შეხვედრები ორიოდე დღით გადადოთ. შეეცადეთ, ერთმანეთის მიმართ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ – თბილი და კეთილი დამოკიდებულებით მცირე გაუგებრობები ადვილად მოგვარდება. სამსახურში ხელმძღვანელობა თქვენს შრომას სათანადოდ შეაფასებს, რაც ფინანსური ბონუსითა და თქვენი დამსახურებების აღიარებით გამოიხატება. ეცადეთ, პროფესიულ საკითხებს სერიოზულად მიუდგეთ, თუმცა სამუშაო და პირადი ცხოვრება ერთმანეთში არ აურიოთ. ბოლოდროინდელმა სტრესმა შესაძლოა თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ნერვებს გაუფრთხილდეთ.
მერწყული
ეს დღე მეგობრებთან შეხვედრისა და ახალი ნაცნობობისთვის იდეალურია. ინიციატივის გამოჩენას ნუ დააყოვნებთ, განსაკუთრებით საქმიან საკითხებში – დღეს საოცრად დამაჯერებელი იქნებით, რაც მოლაპარაკებების პროცესს საგრძნობლად გაგიადვილებთ. ფინანსურ სფეროში გარკვეულ სირთულეებს უნდა ელოდოთ, თუმცა სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით – მალე მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი გაგიჩნდებათ. ჰიგიენის წესები არ უგულებელყოთ, რათა კუჭ-ნაწლავის დარღვევები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს ქუჩის მოვაჭრეებისგან ტკბილეულის ყიდვას უნდა მოერიდოთ.
თევზები
თქვენს ცხოვრებაში საოცრად იღბლიანი პერიოდი იწყება. შესანიშნავი დღეა შორეული მოგზაურობისთვის, საინტერესო და განათლებულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ახალი შთაბეჭდილებები დაღლილობას დაგავიწყებთ, სამყაროს დადებითი მხრიდან დაგანახვებთ და ოპტიმიზმით აგავსებთ. შესაძლოა, ვინმემ ფულის სესხება გთხოვოთ – გასცემთ თუ არა მას, ეს მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია. დიეტის დასაწყებად საუკეთესო დრო ნამდვილად არ არის – ახლა მკაცრი შეზღუდვები თქვენს ორგანიზმს მხოლოდ ავნებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზომიერების გრძნობა უნდა დაკარგოთ.












