14 სექტემბერი 23:19 2026წ
ENews.Ge ახალი ამბები

15 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

თემისთვის არახელსაყრელია. სჯობს, ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს მოერიდოთ. უკეთესი იქნება, თუ საღამოს სახლთან ახლოს, ბუნებაში გაისეირნებთ და მზის ჩასვლით დატკბებით. საღამოს ალკოჰოლით ან მედიკამენტებით ინტოქსიკაციის რისკი იმატებს, შესაბამისად, უმჯობესია, სასმლისა და მედიკამენტების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

მორიელი

ამ დღეს ვარსკვლავები საინტერესო შეხვედრებსა და სასიამოვნო ნაცნობობას გპირდებიან. ამის შემდეგ სამყაროს სულ სხვა თვალით შეხედავთ და შესაძლოა გეგმებიც მკვეთრად შეცვალოთ. გამონახეთ დრო იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომელთა დანახვაც გულწრფელად გიხარიათ. დღეს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში გადამწყვეტ როლს სწორედ კომუნიკაცია ითამაშებს — წარმატების მისაღწევად აზრები მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ და სხვების პოზიციასაც ყურადღებით უსმინეთ. პლანეტების არახელსაყრელმა განლაგებამ შესაძლოა ფინანსური პრობლემები ან გაუთვალისწინებელი ხარჯები მოგიტანოთ. თუ სევდა მოგეძალათ, ნუ აღელდებით — ეს სატურნის უარყოფითი გავლენაა და მალე გაივლის.

მშვილდოსანი

თქვენს პირად ცხოვრებაში ნანატრი ცვლილებების პერიოდი იწყება, თუმცა საკუთარი ბედნიერების გამომზეურებას ნუ იჩქარებთ — გარშემო ბევრი შურიანი ადამიანია. ტრაგედიას ნუ შექმნით, თუ ოჯახის წევრები თქვენს შეხედულებებს არ იზიარებენ და გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს. მოერიდეთ ფინანსურ დავებსა და კონფლიქტებს — ახლა მატერიალური საკითხების მშვიდობიანად მოგვარების დროა. გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ - დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ. მარსისა და პლუტონის უარყოფითი ასპექტით გამოწვეულ გადაღლილობას მაქსიმალურად უნდა ერიდოთ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენი შემოქმედებითი იდეა საყოველთაო ყურადღებას მიიპყრობს. სამსახურში სასიამოვნო სიურპრიზი გელით — შესაძლოა, ეს ფულადი ბონუსი ან პერსპექტიული თანამდებობის შეთავაზება იყოს. ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. არაკეთილსინდისიერი ადამიანები ცდილობენ არასწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგონ და ამას უნდა შეეწინააღმდეგოთ. საკუთარ ცხოვრებაში ზედმეტ პრობლემებს ნუ მიიზიდავთ. ნაცნობებზე ჭორაობას მოერიდეთ და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ, რომ მკვეთრი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

მერწყული

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა, სირთულეებმა იჩინოს თავი. სავარაუდოდ, უთანხმოების მიზეზი არაკეთილმოსურნე გახდება, რომელიც ცდილობს, ცილი დაგწამოთ და პრობლემები შეგიქმნათ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ, თორემ მათმა უგულებელყოფამ შესაძლოა ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭოს. პრობლემების მოგვარებისას შეეცადეთ, საკუთარი კავშირები და სასარგებლო ნაცნობობა გამოიყენოთ. უარს ნუ იტყვით კოლეგების დახმარებაზე, თუნდაც ეს უბრალო რჩევა იყოს. დაივიწყეთ ანგარება! მუდმივად სარგებლის ძიება კარგს არაფერს მოგიტანთ. ფინანსური კეთილდღეობა მნიშვნელოვანია, თუმცა სიყვარული და იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისთვისაც ძვირფასი ხართ, უფრო მნიშვნელოვანი. ეს დღე უამრავ ცდუნებას გპირდებათ, ამიტომ შეეცადეთ, ზომიერების გრძნობა არ დაკარგოთ.

თევზები

ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს შეიძლება მეორე ნახევართან უთანხმოება მოუვიდეს. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად გონივრულად და კორექტულად უნდა იმოქმედოთ. საქმიანი თვისებების წყალობით, შეძლებთ, გუნდში არაფორმალურ ლიდერად ჩამოყალიბდეთ ისე, რომ ურთიერთობა არავისთან გაიფუჭოთ. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლილობა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ცუდად აისახება, ამიტომ მთელი თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ. ქალ თევზებს სასიამოვნო და მოულოდნელი შეხვედრა ელით, რომელიც შესაძლოა, უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა