ENews.Ge ახალი ამბები

ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა – ავარია თბილისი-მარნეულის გზაზე



მძიმე ავარია მოხდა თბილისი-მარნეულის ცენტრალურ გზაზე. თელეთი-კუმისის მონაკვეთზე ერთმანეთს 5 მანქანა შეეჯახა. 

შემთხვევის შედეგად 2 მძღოლი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სახანძრო, სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის ეკიპაჟები.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა