ENews.Ge ახალი ამბები

“მინიმუმ 7-ნიშნა შემოსავალი უნდა გქონდეთ, რომ დამაინტერესოთ… დილეტანტი მლოკველები არ მჭირდება…გაინძერით, დაკაცდით!” – იუნა შაფათავა მამაკაცებს მიმართავს



აშშ-ში მცხოვრები ქართველი მსახიობი, იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში თაყვანისმცემლებს მიმართავს და იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლის ქონის შემთხვევაში დააინტერესებს მას კონკრეტული მამაკაცი.

“ჩემზე ‘მიყვარხარ, ვგიჟდები, გაღმერთებ, ცოლად მოგიყვან, აგლოკავ, სულს გაგაფრთხობინებ ვნებით’ და ა.შ არ მოქმედებს წარმომიდგენია, როგორ აბამთ საცოდავ მარტოხელა ქალებს ამ ბოდვებით.
რომ დაგამშვიდოთ, აშშ-ს მოქალაქეობა ჯერ არ მაქვს. რომც მქონდეს, სახლში *ლე და ჩუსტი კაცი არ მჭირდება.
მინიმუმ 7 ნიშნა შემოსავალი ლეგალური გზით მოპოვებული (ლარებში არა, დოლარ-ევროში) უნდა გქონდეთ წელიწადში, რომ დამაინტერესოთ, როგორ იშოვეთ და უმაღლესი უნივერსიტეტის კატეგორიის განათლება და რამე განსაკუთრებულ ნიჭს უნდა ფლობდეთ.
სხვანაირი კაცი ჩაის დასალევადაც არ მაინტერესებს.
გოგოებს და ქალებს გირჩევთ, ასეთებს არ აყვეთ. ნახეთ ისეთი, რომ პირიქით, ინერვიულოთ, რამდენად შეესაბამებით იმ კლასს, რომელზეც იქაჩებით და არა ამ *ლე და ჩუსტიან ‘თაყვანისმცემლებს’.
მე თვითონ იმდენს ვმუშაობ, ჩემი მინიმალური მიზანია 7 ნიშნიან შემოსავალზე გასვლა და ფეხის იდეალურ მასაჟში ისედაც ფულს ვიხდი, დილეტანტი მლოკველები არ მჭირდება.
კაცი ხარ და გაინძერი, თავმოყვარეობა იქონიე, ქალი ლოკვის დაპირებებით კი არა, უსაზღვრო შესაძლებლობებით უნდა დააბა. იმედია დამანებებთ თავს, გული მიკვდება ამ საცოდაობის კითხვით. გაინძერით, დაკაცდით, ბოლოს და ბოლოს !!!!
მადლობა ყურადღებისთვის.
ვისაც გწყინთ ჩემი მოთხოვნები, ცივი შხაპი მიიღეთ”, – წერს შაფათავა სოციალურ ქსელში.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

კოდის განახლება
მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა