56 წლის სელინ დიონი, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის, შემზარავ ვიდეოს აზიარებს : "სამედიცინო პერსონალი ცდილობს, შეამსუბუქოს მისი კუნთების ტკივილი"
სელინ დიონის შესახებ მალე ახალი დოკუმენტური ფილმი გამოვა, თუმცა პრემიერამდე რამდენიმე კადრი ინტერნეტში უკვე გავრცელდა. როგორც ცნობილი, ლეგენდარული მომღერალი ფილმში დაავადებასთან ბრძოლაზე ისაუბრებს.
- ვიდეოებში კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობს სამედიცინო პერსონალი შეამსუბუქოს მისი კუნთების მტკივნეული სპაზმები.
ორი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ სელინს განუკურნებელი დაავადების დიაგნოზი დაუსვეს. ცოტა ხნის წინ მომღერალმა დოკუმენტურ ფილმში "I: Celine Dion" დაავადებასთან ბრძოლაზე ისაუბრა.
56 წლის მომღერალმა დოკუმენტური ფილმის თრეილერში ცრემლიანი თვალებით ისაუბრა მძიმე დაავადებასთან ბრძოლაზე.
- "იცით, შოუს გაკეთება არ არის რთული. რთულია შოუს გაუქმება", - ამბობს დიონი.
"ყოველდღე ბევრს ვმუშაობ. მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ეს დიდი ბრძოლა იყო. ძალიან მენატრება მაყურებელი. თუ სირბილი ვერ მოვახერხე, ფეხით ვივლი. მაგრამ არ გავჩერდები, პირობას ვდებ, რომ სცენაზე აუცილებლად დავბრუნდები".
ხისტი პიროვნების სინდრომი - იშვიათი და განუკურნებელი ნევროლოგიური დაავადება, რომელსაც კუნთების სპაზმის გამოწვევა შეუძლია.
ემოციურ ვიდეოში კანადელმა მომღერალმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს დაავადება აიძულებს მომავალი კონცერტების გაუქმებას.
"სამწუხაროდ, ეს სპაზმები ცუდად მოქმედებს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ყველა ასპექტზე. ზოგჯერ სიარულიც კი მიჭირს, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, არის ის, რომ დასუსტებული მაქვს ხმის იოგები. ამიტომ ვეღარ ვმღერი ისე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი“ - ამბობდა სელინ დიონი.
ასეთი პაციენტები საბოლოოდ კარგავენ სიარულისა და ლაპარაკის უნარს. მომღერალს უკვე უჭირს სახის კუნთების კონტროლი. თებერვალში სელინი მოულოდნელად გამოჩნდა "გრემის" დაჯილდოებაზე, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ იგი ჰოკეის თამაშს დაესწრო, ესაუბრა ჰოკეის მოთამაშეებს მშობლიური კანადიდან. მომღერალმა აღნიშნა, რომ მოხარული იყო მათი გაცნობით. მან ყინულის ჰოკეის მოთამაშის პოზიციის მიბაძვაც კი სცადა.