ENews.Ge ახალი ამბები

ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკთან გაშორების მიზეზს ასახელებს - რატომ დასრულდა 2-წლიანი ვარსკვლავური ქორწინება



ორ­წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ცნო­ბილ­მა ამე­რი­კელ­მა მომ­ღე­რალ­მა ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა და ოს­კა­რო­სან­მა მსა­ხი­ობ­მა ბენ აფ­ლეკ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ნა­ცხა­დეს.

  • US Magazine-ის ცნო­ბით, ჯეი ლომ თა­ვად წა­რად­გი­ნა გან­ქორ­წი­ნე­ბის მო­თხოვ­ნა სა­სა­მარ­თლო­ში. დო­კუ­მენ­ტებ­ში, სა­დაც სა­ჭი­რო იყო გან­ქორ­წი­ნე­ბის მი­ზე­ზის მი­თი­თე­ბა, მომ­ღე­რალ­მა საკ­მა­ოდ ბა­ნა­ლუ­რი მი­ზე­ზი მი­უ­თი­თა "გა­და­უ­ლა­ხა­ვი უთან­ხმო­ე­ბა".

გან­ცხა­დე­ბა­ში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ ლო­პე­სი ერ­თობ­ლი­ვად შე­ძე­ნი­ლი ქო­ნე­ბის ბენ­თან გა­ყო­ფას გეგ­მავს. მე­უღ­ლე­ებს არ ჰქონ­დათ წი­ნა­სა­ქორ­წი­ნო შე­თან­ხმე­ბა, ამი­ტომ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ძე­ნი­ლი მთე­ლი ქო­ნე­ბა სა­ერ­თოდ ით­ვლე­ბა.

გარ­და ამი­სა, ჯე­ნი­ფე­რი უარს იტყვის აფ­ლე­კის გვარ­ზე. დო­კუ­მენ­ტე­ბი 20 აგ­ვის­ტოს - წყვი­ლის ქორ­წი­ლის მე­ო­რე წლის­თავ­ზე წა­რად­გი­ნეს. მაგ­რამ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის და­შო­რე­ბის რე­ა­ლუ­რი თა­რი­ღი 2024 წლის 26 აპ­რი­ლია.

ინ­სა­ი­დე­რე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ახლა 55 წლის ვარ­სკვლავს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პა­უ­ზა და სა­კუ­თარ თავ­ზე კონ­ცენ­ტრი­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

”ოთხი წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მისი მე­გობ­რე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ ლო­პეს­მა უნდა იზ­რუ­ნოს სა­კუ­თარ თავ­ზე და სა­ბო­ლო­ოდ გა­არ­კვი­ოს, თუ ვინ არის და რა სურს მო­მა­ვალ­ში”, - ამ­ბობს წყა­რო.

მსა­ხი­ო­ბი და მომ­ღე­რა­ლი 2022 წელს სა­ი­დუმ­ლოდ და­ქორ­წინ­დნენ, წყვი­ლი 2024 წლის მარ­ტი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ერ­თად არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ქორ­წი­ნე­ბის კრი­ზი­სის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბი აპ­რილ­ში გავ­რცელ­და და ახლა ჰო­ლი­ვუ­დის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი წყვი­ლი და­შორ­და.

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა