ENews.Ge ახალი ამბები

„უმიზეზოდ დაიწყო დანის ქნევა, ორ გოგოს გამოეკიდა“ - დეტალები ფონიჭალაში მომხდარ დაპირისპირებაზე



ფონიჭალაში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაჭრაში ბრალდებულს ამ დრომდე ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ბერი ნიკოლოზის მრევლი დაუპირისპირდა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც ერთ-ერთი მრევლი აცხადებს, დამნაშავეს არ იცნობენ.

„ვიღაც ამოვიდა, აბსოლუტურად უცხო, რომელსაც მართლა არავინ იცნობს. ამოსულმა კაცმა, იქ ერთ წყნარ ნორმალურ ადამიანს, რომელიც კართან იდგა და ლოცულობდა, უმიზეზოდ დაუწყო დანის ქნევა. იქ რამდენიმე ადამიანი რომ იყო, რა თქმა უნდა, შეიქმნა პანიკა და ერთ გოგოს სახეზეც მოუქნია. გამოეკიდა ორ გოგოს. მე უფრო ვუკავშირებ რაღაც სისტემას, რომელსაც არ სიამოვნებს, რომ ბერ ნიკოლოზთან იყოს სიწყნარე სიმშვიდე“, - აცხადებს ერთ-ერთი მრევლი.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე

კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა