ENews.Ge ახალი ამბები

„მგონი, საქართველოში ყველაზე ლამაზი გოგო ხარ“ - თათია თექთურმანიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს



თათია თექთურმანიძე ფართო საზოგადოებამ პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო, სადაც მან მაყურებელი არა მხოლოდ საკუთარი კულინარიული ნიჭით, არამედ განსაკუთრებული გარეგნობითაც მოხიბლა.

როგორც ცნობილია, თათია მოდელის აპლუაშიც არაერთხელ ყოფილა და 2018 წელს რუსეთში „მის ოფისის“ ფინალისტებს შორისაც მოხვდა. გარდა ამისა, თათიამ რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში საკუთარი ტანსაცმლის ბრენდი დააანონსა და დაწერა, რომ კოლექციაზე უკვე მუშაობს.

თათია სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი, „ინსტაგრამზე“ აქტიურია და გამომწერებისგან ყოველთვის დადებით შეფასებასა და კომპლიმენტებს იღებს.

„მგონი, საქართველოში ყველაზე ლამაზი გოგო ხარ“,

„ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ“,

„საოცრად გამოყურები“,

„შთამბეჭდავი კადრებია“ - წერენ „ინსტაგრამზე“.







კომენტარის დამატება

დატოვე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
მეტის ნახვა