ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ - გიორგი ქოჩორაშვილი
"რა შედეგის მიღწევაც ჩვენ გვინდა, ყოველდღიურად წინ უნდა ვიმოძრაოთ, მაგრამ პროგრესი მუდმივია. წინსვლით ყველა ერთად უნდა წავიდეთ... ძალიან გახარებული ვარ, ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი - პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ, როგორც ჩემი გუნდელები, ასევე მეც" - განაცხადა ჩეხეთთან მოგების შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილმა.
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
მან დიდი უპირატესობით, 4-1 სძლია ჩეხეთს.
თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა.