"ჩემზე ასაკით უმცროს ბიჭთან საკმაოდ სერიოზულ ურთიერთობაში აღმოვჩნდი" - ვინ არის ნინი გრძელიშვილის შეყვარებული
მოდელი ნინი გრძელიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ახლახან, მისივე სოციალური ქსელიდან გავიგეთ, რომ შეყვარებულია. ვინ და როგორ მოიგო მოდელის გული, ამის შესახებ ნინისთან ინტერვიუდან შეიტყობთ...
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:
"ვცდილობ, აფიშირება ნაკლებად გავუკეთო არა მხოლოდ პირად ცხოვრებას, არამედ - ნებისმიერ რამეს, რადგან რაღაცების წინასწარ თქმა, ყველასთვის გაზიარება არც თუ ისე კარგად მაქვს დაცდილი. შეიძლება, უბრალოდ დამთხვევაც იყოს... მოკლედ, მაქსიმალურად ვეცადე, ჩვენი სიყვარული დამემალა..."
"წესით, სასწორი და ლომი ერთმანეთს უგებენო - ასე ამბობენ, მაგრამ საკმაოდ ხშირად ვკამათობთ, შეიძლება ითქვას - ყოველდღიურადაც, მაგრამ ეს საინტერესოც არის და არა - მოსაბეზრებელი. რა თქმა უნდა, "კამათში" ხელჩართულ ბრძოლას არ ვგულისხმობ..."
"სხვათა შორის, ჩვენი ურთიერთობა ძალიან გაუკვირდათ და თავდაპირველად, სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ეგონათ, დიდხანს ვერ "გავქაჩავდით". რაღაცნაირად, ლუკამ ჩემი გულის მოგება მოახერხა: ძალიან რომანტიკული და ყურადღებიანია. ვფიქრობ, ამან დიდი როლი ითამაშა. პლუს, ძალიან თავდაჯერებულია. როცა ადამიანი თავდაჯერებულია, მერე სხვაზეც ახერხებს გავლენის მოხდენას..."
"უბრალოდ, საკმაოდ დიდი ხანია, ეიფორიის და ფეიერვერკების ასაკიდან გამოვედი. შეიძლება, ეს არ არის ისეთი ურთიერთობა, როცა მუცელში სულ "პეპლები დაფრინავენ", მაგრამ უკვე სტაბილური, ჩამოყალიბებული, გააზრებული ურთიერთობაა, რომელიც მიმაჩნია, რომ ყოველთვის უფრო მეტხანს გრძელდება და ბევრად სტაბილურია, ვიდრე რაღაც გატაცება..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.